aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 პოლიტიკა: ევროკავშირის პრეზიდენტმა ლიბიაში კოალიციის მთავარი მიზანი დაასახელა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ლიბიაში კოალიციის მთავარი მიზანია ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის მიერ ხელისუფლებაზე უარის თქმა, ამიტომ აუცილებელია „(მასზე) სამხედრო ზეწოლის განხორციელების გაგრძელება, რათა წასვლა ვაიძულოთ“, განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ფრანგული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.



„კადაფი კვლავინდებურად რჩება ადგილზე, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული“, - თქვა ევროკავშირის უფროსმა, - ჩემი აზრით, საჭიროა მასზე სამხედრო ზეწოლის გაგრძელება; ეს უკვე არა ევროკავშირის, არამედ ნატოს ამოცანაა და საჭიროა მოქმედება იმგვარად, რომ მან ხელისუფლება დატოვოს. ეს არის მთავარი მიზანი. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ბარაკ ობამამ, ნიკოლა სარკოზიმ და დევიდ კამერონმა და ისინი მართლები არიან. შეუძლებელია სამოქალაქო მოსახლეობის ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფა, თუ კადაფის მომხრეები მის ბაზას არ დატოვებენ“.


ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს, რომელიც ამ მომენტისათვის მხოლოდ საფრანგეთმა, იტალიამ და კატარმა აღიარეს, რომპეი „სავსებით მისაღებ მოსაუბრედ“ მიიჩნევს. ამავე დროს, მან აღიარა, რომ ევროკავშირმა ხელიდან გაუშვა აღნიშნული საბჭოს მიმართ ერთიანი პოზიციის შემუშავების შემთხვევა, ამ საკითხთან დაკავშირებით წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოებათა გამო.


ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ოპერაცია, რომელიც ლიბიის ქალაქ მისტრატის (სადაც ბრძოლები მიმსინარეობს) მოსახლეობისათვის ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, „შესაძლებელია მხოლოდ გაეროს სასწრაფო თხოვნის შემთხვევაში და მხოლოდ საერთაშორისო მანდატის ფარგლებში“, - თქვა ევროკავშირის პრეზიდენტმა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2061.html
განათავსა - Drakula | 18 აპრ. 2011, 09:40 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ევროკავშირის პრეზიდენტმა ლიბიაში კოალიციის მთავარი მიზანი დაასახელა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 მაისი 2024
  • English Georgian