aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ეს საინტერესოა: ინგლისის დედოფალი ხუთი წლის განმავლობაში პირველად ოფიციალურ ცერემონიას ვერ დაესწრო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ავად გახდა და იძულებული იყო, გაეცდინა ვიქტორიანული ორდენების გადაცემის ცერემონია, რომელიც უინძორში გაიმართა.



ამის შესახებ The Daily Mailწერს. როგორც გაირკვა, დედოფალს ცხვირიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. თუმცა, მიუხედავად შეუძლოდ ყოფნისა და ორდენების გადაცემის ცერემონიაზე გამოჩენის შეუძლებლობისა, ელისაბედ II-მ მაინც მოახერხა ზეიმთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღებაზე მისვლა. ის, თუ როგორ გრძნობს თავს დედოფალი ამჟამად, დაზუსტებული არ არის.


ზუსტად არაა ცნობილი, რატომ გახდა ცუდად ელისაბედ II. გაზეთთან საუბრისას ოჯახის ექიმმა ივარაუდა, რომ დედოფალს რაიმე სერიოზული დაავადება არ ჰქონია, ხოლო სისხლდენას ორგანიზმის საერთო დაბერების ფონზე ჰქონდა ადგილი.


ინგლისის დედოფალი იშვიათად აუქმებს მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ამა თუ იმ ცერემონიებზე აუცილებელ ვიზიტებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მანამდე ეს 2006 წელს მოხდა, როდესაც ელიზაბედ II ვერ დაესწრო რამდენიმე მიღებას იმის გამო, რომ ზურგის კუნთები დაიჭიმა.


უახლოეს მომავალში ელიზაბედ II-ს მრავალი ღონისძიება ელის: 21 აპრილს იგი 85-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, 29 აპრილს მისი შვილიშვილის უილიამის ქორწილი გაიმართება, შემდეგ იგი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში გაემგზავრება, ამის მერე კი ლონდონში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიიღებს.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2052.html
განათავსა - Drakula | 16 აპრ. 2011, 08:48 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: ინგლისის დედოფალი ხუთი წლის განმავლობაში პირველად ოფიციალურ ცერემონიას ვერ დაესწრო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 მაისი 2024
  • English Georgian