aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 ეკონომიკა: ევროკომისიამ სამომხმარებლო საქონლის უმსხვილესი მწარმოებლები 315.2 მლნ ევროთი დააჯარიმა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ევროკომისიამ, კომპანია Henkel-ის შეტყობინების წყალობით, სამომხმარებლო საქონლის უმსხვილესი მწარმოებლები - ამერიკული Proctor & Gamble და ანგლო-ჰოლანდიური Unilever- €315.2 მლნ-ით დააჯარიმა, ადანაშაულებს რა კომპანიებს ევროპის კავშირის რვა ქვეყანაში სარეცხ ფხვნილებზე ფასების დაწესებაში. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.



Proctor & Gamble€  211.2 მლნ-ით დაჯარიმდა, Unilever - €104 მლნ-ით. ამასთან, შეთანხმების მესამე მონაწილე, გერმანული კომპანია Henkel AG & Co, არ დაჯარიმდება, ვინაიდან კომპანიამ თვითონ მოუყვა ევროკომისიას კარტელის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წელს.


კომპანიების შეთანხმება ბელგიას, საფრანგეთს, საბერძნეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიასა და ჰოლანდიას შეეხო. საქმის მასალებში ნათქვამია, რომ კარტელი 2002 წლის იანვრიდან 2005 წლის მარტის ჩათვლით არსებობდა. „კომპანიებს ეჭვი არ უნდა ჰქონდეთ, რომ კომისია კარტელების წინააღმდეგ უმოწყალო ბრძოლას გააგრძელებს“, - განაცხადა ანტიმონოპოლიური პოლიტიკის კომისარმა ხოაკინ ალმუნიამ.


საქმის განხილვა გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2024.html
განათავსა - Drakula | 14 აპრ. 2011, 13:30 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ევროკომისიამ სამომხმარებლო საქონლის უმსხვილესი მწარმოებლები 315.2 მლნ ევროთი დააჯარიმა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 05 მაისი 2024
  • English Georgian