aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 შოუ-ბიზნესი: ბრიტნი სპირსმა შესაძლოა მადონას მიღწევა გაიმეოროს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ბრიტნი სპირსის მეშვიდე ალბომმა „Femme Fatale“ Billboard-ის ჰიტ-პარადში პირველი ადგილი დაიკავა. გაყიდვების პირველი კვირის შედეგებით ალბომი აშშ-ში 276 ათასი ეგზემპლარის ტირაჟით გაიყიდა. მომღერლისთვის ეს ამერიკულ ჩარტში უკვე მეექვსე გამარჯვებაა. მისმა მხოლოდ 2007 წლის ალბომმა „Blackout“ ვერ მიაღწია Billboard-ის ჰიტ-პარადის პირველ სტრიქონს და მეორეზე შეჩერდა.



ამდაგვარად, ბრინი სპირსმა მერაია ქერისა და ჯანეტ ჯექსონის მიღწევა გაიმეორა, რომელთა ალბომები ასევე ექვსჯერ იმყოფებოდა აშშ-ის ჩარტის პირველ სტრიქონზე. ქალ შემსრულებელთა შორის უფრო დიდი წარმატება მიღწეული აქვთ მხოლოდ ბარბრა სტრეიზანდს (ცხრა პირველი ადგილი) და მადონას (შვიდი პირველი ადგილი).


ჩარტში მეორე სტრიქონი დაიკავა რეპერმა Wiz Khalifa-მ დისკით „Rolling Papers“. ეს ალბომი, რომელიც ასევე ჩარტის დებიუტანტია, 197 ათასი ეგზემპლარის ტირაჟით გაიყიდა. მესამე ადგილზე გავიდა ბრიტანელი მომღერალი ადელი ალბომით „21“ (კვირის განმავლობაში 94 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა). ეს დისკი უკვე ზედიზედ 10 კვირაა, დიდი ბრიტანეთის ჰიტ-პარადში პირველ ადგილს იკავებს. Billboard-ის ჰიტ-პარადის კიდევ ერთმა დებიუტანტმა, Radiohead-ის ალბომმა „The King of Limbs“ ჩარტში მეექვსე ადგილი დაიკავა. დისკი კვირის განმავლობაში 69 ათასი ეგზემპლარის ოდენობით გაიყიდა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1941.html
განათავსა - Drakula | 08 აპრ. 2011, 08:19 | ახალი ამბები »
 

"შოუ-ბიზნესი: ბრიტნი სპირსმა შესაძლოა მადონას მიღწევა გაიმეოროს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian