aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ღვინის ლაბორატორიას ყიდის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
მთავრობა ღვინის ლაბორატორიის გაყიდვას აპირებს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ სახელმწიფო და კერძო ლაბორატორია არათანაბარ კონკურენტულ პირობებშია. მთავრობაში აცხადებენ, რომ ღვინის მწარმოებლები უპირატესობას ანიჭებენ, ტესტირებისათვის ლაბორატორია „სამტრესტს“ მიმართონ.



2003 წლის 26 დეკემბერს, ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი „სამტრესტი“ გახდა, შემდეგ კი 2006 წლის აპრილში „სამტრესტმა“ ღვინის სპეციალური ლაბორატორია შექმნა. ლაბორატორიის აღჭურვასა და პერსონალის ტრენინგში არსებითი დახმარება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ გასწია. ამ ლაბორატორიის გაჩენამ თანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაკონტროლების საშუალება მისცა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ღვინის ხარისხი.


მთავრობაში მიაჩნიათ, რომ „სამტრესტის“ ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი მონაწილეობა ფონდში, რომელიც შპს „ღვინის ლაბორატორიის“ დამფუძნებელია, ხელს უშლის „სამტრესტს“, სრულფასოვნად და მიუკერძოებლად გაატაროს ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა და ვითარებით წამოყენებული ამოცანები გადაჭრას, ვინაიდან „სამტრესტი“ ვალდებულია, განახორციელოს ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი და, მათ შორის, შეამოწმოს „ღვინის ლაბორატორიის“ დასკვნების სისწორე, რომლის დანფუძნებელიც თავად არის.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1936.html
განათავსა - Drakula | 08 აპრ. 2011, 08:15 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ღვინის ლაბორატორიას ყიდის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian