aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 პოლიტიკა: თბილისში ქართულ-ესტონური პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართულ-ესტონური პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა. როგორც კავკას-პრესს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეატყობინეს, ესტონურ დელეგაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სანდერ სუუნი მეთაურობდა.



კონსულტაციის ფარგლებში ესტონურმა მხარემ შეხვედრები მოაწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თორნიკე გორდაძესთან. ასევე შეხვედრები ჩატარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური საკითხების, ევროპული საქმეების, სამართლებრივი საქმეების, ევროინტეგრაციის, საერთაშორისო ეკონომიკის, კულტურული საკითხებისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების, უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტების უფროსებთან.


შეხვედრათა მსვლელობაში განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. ამას გარდა, საუბარი იყო საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.


მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ესტონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში.


პოლიტიკური კონსულტაციების დასასრულს, ესტონეთის დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1933.html
განათავსა - Drakula | 07 აპრ. 2011, 09:35 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: თბილისში ქართულ-ესტონური პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian