ეკონომიკა: საბერძნეთმა ტურისტებს ნაღდი ფულით გადახდა აუკრძალა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() როგორც პორტალი „ტურინფო“იტყობინება, ამის მიზანია სავაჭრო ორგანიზაციებში ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი და საგადასახადო დარღვევების თავიდან არიდება. მეტიც, 2012 წლის იანვრიდან მაქსიმალური თანხა, რომლის გადახდაც შესაძლებელი იქნება ნაღდი ფულით, €1.5-მდე შემცირდება. ამდაგვარად, საბერძნეთში საყიდლებისათვის წასული ტურისტების უმეტესობა, რომლებსაც ჯერ არა აქვთ უნაღდო ანგარიშსწორების საგადამხდელო საშუალებები, ახლა იძულებულნი იქნებიან საკრედიტო ბარათი ან საჩეკო წიგნაკი შეიძინონ. საბერძნეთში ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახალი წესი გაზრდის „შავ ბრუნვას“: მაღაზიებში გამყიდვლები ჩუმად გაყიდიან საქონელს ფასდაკლებით ნაღდი ფულით გადახდის პირობით, „ცხადია, ჩეკისა და სათანადო სერტიფიკატების გამოწერის გარეშე“. გამორიცხული არაა, რომ ტურისტები დათანხმებიან, თუმცა ჩეკისა და დაბრუნების გარანტიის გარეშე ძვირადღირებული ნივთის შეძენა სარისკოა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1930.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 აპრ. 2011, 17:32 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.