aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ეკონომიკა: „ტოიოტა“ შესაძლოა ვერ შეძლებს 500 000 ავტომანქანის გამოშვებას მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კორპორაცია Toyota შესაძლოა ვერ შეძლებს იაპონიაში 500 000 ავტომანქანის გამოშვებას მაკომპლექტირებელი ნაწილების უკმარისობისა და ენერგეტიკური კრიზისის გამო, რომელიც კატასტროფული მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ გაჩნდა.



თავად ავტომწარმოებლის შეფასებებით, 14-26 მარტის პერიოდში „ტოიოტამ“140 ათასით ნაკლები ავტომანქანა გამოუშვა, ვიდრე შეეძლო, რაც ელექტროკომპონენტებისა და მაკომპლექტირებელი ნაწილების უკმარისობის შედეგია. ამჟამად კომპანიის 18 ქარხნიდან, რომლებზედაც ავტომანქანები და დეტალები იწარმოება, მხოლოდ ორი მუშაობს: ისინი 24 მარტს გაიხსნა.


მიწისძვრა, რომელიც 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, Toyota-ს, Nissan-ს, Honda-ს, Mitsubishi-ს, Suzuki-სა და ავტომაკომპლექტირებელი ნაწილების 500 მწარმოებლის დახურვის მიზეზი გახდა. ბუნებრივი სტიქია ევროპულ და ამერიკულ კომპანიებზეც აისახა, რომლებსაც ასევე დეტალების უკმარისობა გაუჩნდათ. ასე, კონცერნ General Motors-მა აშშ-ის, გერმანიისა და ესპანეთის ქარხნებზე მანქანების წარმოების შემცირების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.


გარდა ამისა, კატასტროფის მერე იაპონიაში ელექტრორესურსების კრიზისი წარმოიშვა, რომელთანაც ბრძოლას ავტოკომპანიები საწარმოების რიგ-რიგობით მუშაობის საშუალებით გეგმავენ.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1892.html
განათავსა - Drakula | 05 აპრ. 2011, 10:05 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: „ტოიოტა“ შესაძლოა ვერ შეძლებს 500 000 ავტომანქანის გამოშვებას" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian