aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 ეს საინტერესოა: ოქსფორდის ლექსიკონში დაამატეს გამოთქმები ქსელური სლენგიდან მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ოქსფორდის დიდ ლექსიკონში (Oxford English Dictionary Online) დაამატეს გამოთქმები ქსელური სლენგიდან, როგორებიცაა "OMG" ("Oh my God") და "LOL" ("laughing out loud"), ასევე სიმბოლო "<3", რომელიც ცვლის ზმნას „სიყვარული“.



შემდგენელთა თქმით, გამოთქმები "OMG" („ო ღმერთო ჩემო“) და "LOL" („ხმამაღლა ხარხარებს“) უკვე მსოფლიო ქსელის საზღვრებს გასცდა და ბეჭდვით გამოცემებსა და წერილობით მეტყველებაში გავრცელდა. მეტიც, წერილზე "OMG" - ის პირველი ხსენება ჯერ კიდევ 1917 წელს მიეკუთვნება - ეს სიტყვათა შეთანხმება პირად მიმოწერაში იქნა გამოყენებული. გამოთქმა "LOL" -ს  გარკვეული გამოყენება ჰქონდა XX საუკუნის 60-იან წლებში, მაგრამ მაშინ იგი მოხუც ქალბატონებს ეხებოდა ("little old lady").


OED-ის შემდგენლები ცალკე აღნიშნავენ ლექსიკონში სიმბოლო "<3" - ის შეტანას, რომელიც ცვლის ზმნას „სიყვარული“, ან როგორც მას ლექსიკონის ავტორები აღნიშნავენ „სიტყვა ‘გულის’ ფორმას“.


"LOL", "OMG" და "<3" ქსელური სლენგის პირველი გამოთქმები არაა, რომლებიც ოქსფორდის ლექსიკონში მოხვდა. მანამდე მასში უკვე იყო ჩართული "IMHO" („in my humble opinion" - ჩემი მოკრძალებული აზრით), "TMI" („too much information" - ძალზედ ბევრი ინფორმაცია) და "BFF" („best friends forever" - სამუდამოდ საუკეთესო მეგობრები).


2010 წლის აგვისტოდან ოქსფორდის დიდი ლექსიკონის გამომცემლებმა უარი თქვეს მისი ქაღალდის ვერსიის გამოშვებაზე. "OED" - ის ონლაინ-ვარიანტით სარგებლობის წლიური გამოწერა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს 240 ფუნტი (დაახლებით 372 აშშ დოლარი) უჯდებათ, ამერიკელებს კი - 295 დოლარი.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1768.html
განათავსა - Drakula | 26 მარ. 2011, 11:19 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: ოქსფორდის ლექსიკონში დაამატეს გამოთქმები ქსელური სლენგიდან" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 მაისი 2024
  • English Georgian