aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 ეს საინტერესოა: Facebook-ის მთავარი კონკურენტის აუდიტორია წელიწადში ორჯერ შემცირდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სოციალურ ქსელ MySpace-ის აუდიტორია ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ შემცირდა. ამის შესახებ წერს ტექნობლოგი TechCrunch, comScore-ის მონაცემებზე დაყრდნობით.



მხოლოდ 2011 წლის იანვრისა და თებერვლის განმავლობაში MySpace-ის უნიკალური სტუმრების რაოდენობა 73-დან 63 მილიონამდე შემცირდა. 2010 წლის დასაწყისში სოციალური ქსელის აუდიტორია დაახლოებით 110 მლნ ექაუნთს ითვლიდა.


როგორც TechCrunch აღნიშნავს, რეიტინგების პროგრესირებად დაცემას თან სდევს სერვისის გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომლებსაც სოციალური ქსელის მფლობელი კომპანია News Corp  აწარმოებს, ამიტომ MySpace-სკენ პოტენციური ინვესტორების ყურადღებაა მიმართული. „ეს კატასტროფის სცენის შენელებულ კადრს მაგონებს“, - ამბობს ტექნობლოგის მოსაუბრე, რომელიც მოლაპარაკებთა პროცესშია ჩართული. – „ყველა მსურველს შეუძლია დაწვრილებით ნახოს, რა ცუდადაა საქმეები“.


2011 წლის იანვარში MySpace-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანია რესტრუქტურიზებული ან გაყიდული იქნებოდა. ამასთან, News Corp  რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის MySpace-ის მთლიანად გაყიდვას, სხვა კომპანიასთან შერწყმას ან რამდენიმე მცირე საწარმოდ გაყოფას.


2010 წლის შემოდგომაზე MySpace-მა საიტის რედიზაინი განახორციელა და გააფორმა იგი თავისი მთავარი კონკურენტის - Facebook-ის მსგავსად: მომხმარებლებს სტატუსების დაყენების შესაძლებლობა, ასევე ღილაკებით „Like” და “Share” მოწონებული კონტენტის აღნიშვნის საშუალება გაუჩნდათ. ზოგმა ექსპერტმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ MySpace შესაძლოა მომავალში Facebook-ის მიერ იქნას შთანთქმული, რომელიც სტაბილურ ზრდას აჩვენებს: მოცემულ მომენტში Facebook-ზე დაახლოებით 600 მლნ ექაუნთია დარეგისტრირებული.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1748.html
განათავსა - Drakula | 25 მარ. 2011, 08:52 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: Facebook-ის მთავარი კონკურენტის აუდიტორია წელიწადში ორჯერ შემცირდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 08 ივნისი 2024
  • English Georgian