aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 შოუ-ბიზნესი: გარდაიცვალა მსოფლიო კინემატოგრაფის ლეგენდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
79 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ელიზაბედ ტეილორი. ამის შესახებ ტელეარხი ABC Newsიტყობინება.



როგორც Lenta.ruწერს, 2011 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ტეილორი გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზებული იქნა. მსახიობი ლოს-ანჯელესში სამედიცინო ცენტრ Cedar-Sinai-ში იმყოფებოდა. 2011 წლის მარტის შუა რიცხვებში ზოგიერთი მედია იტყობინებოდა, რომ ტეილორის მდგომარეობა პალატაში მეგობრების მიღების საშუალებას აძლევდა. ამას გარდა, წელს მისი დაბადების დღის თარიღი „ოსკარების“ დაჯილდოების თარიღს დაემთხვა. მსახიობმა დღესასწაული ამერიკული კინოაკადემიის პრემიების დაჯილდოების ცერემონიის ტელეტრანსლაციის ყურებით აღნიშნა.


ელიზაბედ ტეილორის დებიუტი კინოში 1942 წელს შედგა - 9 წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „ყოველ წუთს ადამიანი იბადება“ (There's One Born Every Minute). თავისი კარიერის განმავლობაში ტეილორმა მიიღო ორი „ოსკარი“ როგორც პირველი პლანის საუკეთესო მსახიობმა ქალმა როლებისთვის ფილმებში „ბატერფილდი“ (1960) და „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ (1966). გარდა ამისა, 1992 წელს ამერიკულმა კინოაკადემიამ ტეილორი ჯონ ხერშოლტის სახელობის საპატიო ჯილდოთი აღნიშნა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1735.html
განათავსა - Drakula | 24 მარ. 2011, 09:20 | ახალი ამბები »
 

"შოუ-ბიზნესი: გარდაიცვალა მსოფლიო კინემატოგრაფის ლეგენდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 აპრილი 2026
  • English Georgian