ცნობილ ნიუ-იორკის ცათამბჯენს - „ემპაირ სტეიტ ბილდინგს“ და მსოფლიოს კიდევ სამი ქალაქის მაღალ შენობებს, 11 მარტის კატასტროფული მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაშავებული იაპონიის მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად ამომავალი მზის ქვეყნის სახელმწიფო დროშის - თეთრ-წითელ ფერებში შეღებავენ.
ყოფილმა პროკურორმა, იურისტმა და სამართალდამცავმა ლარი კლეიმანმა სოციალურ ქსელ Facebook-ს და მის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ პარასკევს, 1 აპრილს, განაცხადა ინტერნეტ-გამოცემა TechCrunch-მა.
1 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახაგალზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას შეხვდა.
თბილისის მერი გიგი უგულავა აზიის ქვეყნების მერთა ფორუმში მონაწილეობს, რომელიც სტამბულში ტარდება. ღონისძიების მიზანია კონფერენციის მონაწილე ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
დღეს, 1 აპრილს, უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო ქუთაისს ესტუმრა. მან მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებში, რომლებიც უკრაინელი პოეტის - ლესია უკრაინკას დაბადების დღიდან 140-ე იუბილეს ეძღვნებოდა.
„საქართველოს რკინიგზა“ ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონ ლარს მიიღებს.
საბიუჯეტო შესწორებების შესაბამისად, საწარმოთა მმართველობის სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნაციებიდან 20 მილიონი ლარი ეკონომიკის სამინისტრომ, კაპიტალის ზრდის მიზნით, „საქართველოს რკინიგზას“ უნდა გაუგზავნოს.
ფოთის პორტის ახალი მფლობელი დანიური კომპანია გახდა. ამის შესახებ „Commersant.ge“ იტყობინება. მისი ცნობებით, პორტის აქციათა 80% კომპანია „APM Terminals“-მა შეიძინა. გარიგების თანხაზე ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა.