| ლებანიძე: „მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია“ | | ბიზნესი და ეკონომიკა |
ჰონკონგში ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსში კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ მიერ გრან-პრის მიღების შემდეგ კომპანიის პარტნიორები მას გაყიდვების გაზრდაში ეხმარებიან. ამის შესახებ commersant.ge-ს კომპანიის დირექტორმა დიმიტრი ლებანიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამგვარი დონის კონკურსში გამარჯვებამ კომპანიის პარტნიორები უფრო სერიოზული თანამშრომლობისკენ უბიძგა. „ეს ჩვენი კომპანიის სერიოზული რეკლამა იყო. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიარ-კომპანია უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე გამოფენებზე მონაწილეობა. როდესაც ქვეყანაში პირველად შემოდიხარ და არავინ გიცნობს, აუცილებელია ყველაფერი პიარ-კომპანიით დაიწყო. ხოლო იქ, სადაც შენი პროდუქცის უკვე იყიდება, გამოფენაში მონაწილეობა ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ლებანიძემ.
|
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:35 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|