პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან ბუცხრიკიძე არ იზიარების "მწვანე პარტიის" ლიდერის გია გაჩეჩილაძის პოზიციას, რომელიც იაპონიდაან იმპორტის აკრძალვას რადიაციული საფრთხის გამო ითხოვს.
ამერიკულმა ჟურნალმა Peopleპლანეტის ყველაზე ლამაზი ადამიანების ყოველწლიური სია შეადგინა. ტოპ-სიაში პირველი ადგილი მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა დაიკავა. 41 წლის შემსრულებლის ფოტოსურათი ლამაზი ადამიანებისადმი მიძღვნილი ჟურნალის სპეციალური ნომრის გარეკანზე გამოჩნდა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან პირადად შეხვედრა მოახერხოს. "ეს ერთადერთი გზაა საქართველოს პრობლემების მოგვარებისკენ, რადგანაც რუსეთი საკმაოდ გავლენიანი ქვეყანაა, ვინმემ მასზე გავლენის მოხდენა საქართველოს სასარგებლოდ რომ შეძლოს,"განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებთან მუშაობას ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგაც გააგერძელებს. ამის შესახებ მან კვიპროსის ერთ-ერთი რადიოარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სავარაუდოდ, ქეცბაია ნაკრებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე - 2013 წლის ბოლომდე იმუშავებს.
წელიწადში თბილისში კიდევ ერთი მსხვილი სავაჭრო და საოფისე ცენტრის მშენებლობა დასრულდება. თავისუფლების მოედაზე, ლესელიძის ქუჩის კუთხეში, კომპანია V.V.V.აშენებს A-1 კატეგორიის შენობას.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იწყებს ევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია მისი შეხვედრა საქართველო-ნატოს კომისიის წარმომადგენლებთან.
სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, როგორც იტყობინება BBC რუსული სამსახური კუნარის პროვინციის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. აფეთქება მოხდა უხუცესთა შეხვედრისას.