aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 სააკაშვილი: ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები პოლიტიკური პროცესებისაგან გამიჯნული უნდაიყოს Georgian News  Georgian News 
ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები პოლიტიკური პროცესებისაგან უნდა იყოს გამიჯნული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის გახსნის დროს განაცხადა.
Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:28 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ექსპერტი: მთავრობის გეგმის შესასრულებლად ეკონომიკა ყოველწლიურად 18%-ით უნდა იზრდებოდეს Business & Economics  Business & Economics 
იმ მაჩვენებელთა შესრულების მისაღწევად, რომლებიც მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაშია დაფიქსირებული, ეკონომიკა 2015 წლამდე ყოველწლიურად 18%-ით უნდა იზრდებოდეს. ამის შესახებ აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლეკვინაძე.
Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:27 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 აუქციონზე გატანილია უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსონზე World News  World News 
4 მლნ ფუნტად (თითქმის 6.5 მლნ დოლარად) შეფასებული უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსკონზე „პოპ-მუსიკის მეფის“ ყოფილმა მძღოლმა ლონდონის აუქციონზე „ფეიმ ბიუროზე“ გაიტანა.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:45 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More...
 
 ევროპაში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით ლიდერი შეიცვალა World News  World News 
comScore-ის მონაცემებით, 2011 წლის სექტემბერში რუსეთმა გერმანიას ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით გაუსწრო და ევროპაში ქსელის აუდიტორიის სიდიდის მიხედვით უმსხვილესი ბაზარი გახდა. რუსულმა ინტერნეტ-აუდიტორიამ 15 წელზე უფროსი ასაკის 50.81 მლნ მომხმარებელი შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გერმანია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამ მაჩვენებლის მიხედვით ლიდერობდა, ამჟამად მეორე ადგილზეა 50.13 მლნ მომხმარებლით.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:44 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 შევარდნაძეს ივანიშვილი-ბურჯანაძის ტანდემის სჯერა Georgian News  Georgian News 
საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიცია კოალიცია, რომელსაც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, დამაჯარებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:44 | comments | პოლიტიკა | Score: 5 | Read More...
 
 ოქტომბერში საქართველოში 94.6 მილიონი დოლარი გადმოირიცხა Business & Economics  Business & Economics 
2011 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი ნაკადების მოცულობამ 94.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 7.9 მილიონი დოლარით, ანუ 9.1 პროცენტით აღემატება.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:43 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ვაშაძე: ეშტონის ვიზიტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია Georgian News  Georgian News 
საგარეო საკითხებისა და უსაფრთხოებისა საკითხების ევროკავშირის უმაღლესი კომისრის კეტრინ ეშტონის ვიზიტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია. ამის შესახებ „კურიერთან“ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. „ეს ვიზიტი, ერთი მხრივ, შედეგების შეჯამება, მეორე მხრივ, კი ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, - აღნიშნა მან.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 39-ე ადგილზეა Business & Economics  Business & Economics 
გადასახადების გადახდის პროცედურების სიმარტივის რეიტინგში, რომელიც მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აუდიტორულმა კომპანია PriceWaterhouseCooper-მა გამოაქვეყნეს, საქართველო 183 ქვეყანას შორის 39-ე ადგილზეა. საჭიროა აღინიშნოს, რომ წინა რეიტინგთან შედარებით საქართველომ თავისი პოზიცია 22 ადგილით გააუმჯობესა.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 2011 წლის ნოემბერი საქართველოში ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი გახდა - სინოპტიკოსები Georgian News  Georgian News 
ყველაზე ცივი ნოემბერი 1993 წლიდან საქართველოში - ასე დაახასიათა შემოდგომის ბოლო თვე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ. თვის პირველი ნახევარი საქართველოსთვის უჩვეულოდ ცივი აღმოჩნდა - ყველა რეგიონში უხვი თოვა იყო, ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში, ნულის ქვემოთ დაეცა.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:42 | comments | გარემო | Score: 0 | Read More...
 
 ჩინეთის სოფელში ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს World News  World News 
ცენტრალური ჩინეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მასმედიის წარმომადგენლებმა რუსი პრემიერის ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს, იუწყება „GHN“. ლო იუანპინი ცენტრალური ჩინეთის პროვინცია ანხოის სოფელ ლუნცზიუიში ცხოვრობს. იგი უბრალო გლეხია. 48 წლის ლო იუანპინის მსგავსება რუს პრემიერთან ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტმა აღმოაჩინა, რომელიც სოფელში მოხვდა. ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოსურათი გამოცემაში დაიბეჭდა, შემდეგ კი ანხოის პროვინციის ახალი ამბების პორტალზე მოხვდა, გადმოსცემს „РИА Новости“ სააგენტო „სინხუაზე“ მინიშნებით.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:41 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 May 2024
  • English Georgian