aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ World News  World News 
ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ყაზანსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. შაბათს, 10 დეკემბერს, რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები სახელმწიფო დუმაში არჩევნებზე გაყალბებების წინააღმდეგ. ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ომსკში, ყაზანსა და ვორონეჟში დარეგისტრირდა.



შინაგან საქმეთა სამმართველოს მონაცემებით, ნოვოსიბირსკში მიტინგს დაახლოებით 3 ათასი ადამიანი ესწრებოდა. აქცია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მიერ იქნა ორგანიზებული. მომიტინგეები არჩევნებზე გაყალბებების წინააღმდეგ მიმართულ ლოზუნგებს ყვიროდნენ. ამას გარდა, მათ ხელახალი არჩევნების დანიშვნის ხელმოწერები შეაგროვეს.


პოლიციის თანამშრომელთა თქმით, ეკატერინბურგის ცენტრში მიტინგში 800-ზე მეტი ადამიანი, ხოლო შეკრებილთა თქმით - დაახლოებით 2 ათასი მონაწილეობს.


მიტინგი მშვიდად ტარდება. პერიოდულად პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებენ ქალაქის მაცხოვრებლებს დაიშალონ და არ მოახდინონ პლაკატების დემონსტრაცია.


მიტინგზე შეკრებილებს ურიგებენ ე. წ. საამომრჩევლო ბიულეტენებს, რომლებშიც სთავაზობენ უპასუხონ შეკითხვას, მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ ისინი მოატყუეს. ამ „ბიულეტენებზე“ დატანილია ლოგოტიპი დათვით, რომელსაც კბილებით დიდი ტომარა უჭირავს. გარდა ამისა, მიტინგის მონაწილეეებმა ეკატერინბურგის დამფუძნებელთა ძეგლზე მოათავსეს სათამაშო დათვი სკოჩით შეკრული პირით.


არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ასევე ტარდება კალინინგრადში, არხანგელსკში, ნიჟნი ტაგილში, კურგანში, ჩუვაშიაში, ბრიანსკში, ულიანოვსკში, კრასნოდარში, ტულაში.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4126.html
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:03 | News »
 

"საზოგადოება: რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 May 2024
  • English Georgian