aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ბათუ ქუთელია: საქართველო ნატოში სრულუფლებიან წევრობასთან ახლოსაა Georgian News  Georgian News 
საქართველო ნატოში ინტეგრაციის ფინალურ ეტაპზე იმყოფება, განაცხადა პარასკევს, 9 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს უფროსის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, როდესაც კომენტარს აკეთებდა ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, ხსენებასთან დაკავშირებით.



დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიღებულ კომუნიკეში საქართველო პირველად დასახელდა ასპირანტ ქვეყნად და ნახსენებია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც MAP მიიღეს. მათ შორისაა მაკედონია, ბოსნია ჰერცოგოვინა და სხვ.


„დღეს საქართველო ძალიან ახლოსაა თავისი მიზნის - ნატოში სრულუფლებიანი წევრობის მიღწევასთან. ეს ბოლო დროის ყველაზე მკვეთრი გზავნილი იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველოსთვის ეს, შეიძლება ითქვას, ფინალური ეტაპია, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გავხდებით“, - აღნიშნა ქუთელიამ.


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსის მოადგილის თქმით, ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფორმები, რომლებიც დღესდღეობით მოქმედებს, „იმ მექანიზმებს წარმოადგენს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ალიანსის მონაწილე გავხდებით“.


ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტია ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა.


ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 7-8 დეკემბერს ბრიუსელში ჩატარდა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4124.html
Posted by Drakula | 10 Dec 2011, 18:57 | News »
 

"პოლიტიკა: ბათუ ქუთელია: საქართველო ნატოში სრულუფლებიან წევრობასთან ახლოსაა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 May 2024
  • English Georgian