aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ Georgian News  Georgian News 
აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ. ამის შესახებ ნათქვამია „აჭარაში ტურისტთა გამოკვლევაში“. გამოკვლევა „ACT გამოკვლევამ“ UNDP-ის დაკვეთით მოამზადა. გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარების პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, რაც მკვეთრად, ერთი მხრივ, ტურისტთა რაოდენობაზე, მეორე მხრივ კი, უცხოური ინვესტიციების მოცულობებზე აისახება. ასევე აღნიშნულია, რომ აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი (მაღალმთიანი აჭარა) იზიდავთ. შესაბამისად, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების სამუშაოები, რათა რეგიონი ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ დროს იყოს მიმზიდველი.

გამოკვლევის მონაცემებით, აჭარაში სექტემბერში ჩამოსულ ტურისტთა შორის ყველაზე მეტი ქალი იყო. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, გარე ტურისტთა შორის აჭარას ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ ადამიანები 25-34 წლის ასაკში, ხოლო შიდა ტურისტთა შორის - 18-24 წლის (28%) და 24-35 წლის (24%) ასაკში.

სოციალური სტატუსის მიხედვით, აჭარა ერთნაირად არის საინტერესო როგორც დაქორწინებული, ისე დაუქორწინებელი ადამიანებისათვის. გარე ტურისტთა 54 პროცენტი დაქორწინებულია, ხოლო შიდა ტურისტებს შორის 47 პროცენტი დაუქორწინებელია. ვიზიტიორთა ნახევარზე მეტი - 65% დასაქმებულია. საქმიანობის სფეროების მიხედვით, აჭარას ბიზნესმენთა მხოლოდ 1.8% სტუმრობს, ასევე მცირე პროპორციებით არიან წარმოდგენილები თვითდასაქმებულები და პენსიონერები. ტურისტთა 71.6%-ს აჭარის ღირსშესანიშნაობები, ბუნება და ლანდშაფტი იზიდავს, ხოლო ვიზიტიორთა 51.4%-ს დასვენებისა და გართობის სხვადასხვა ადგილები იზიდავს.

ტურისტები აჭარას ძირითადად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სტუმრობენ. საშუალოდ, ტურისტული ჯგუფები 4 ადამიანისაგან შედგება. ტურისტთა მხოლოდ 12 პროცენტი მარტოდ მოგზაურობდა.

გაჩერების ადგილად ტურისტები ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ასევე ახლობლების/ნათესავების სახლებს ირჩევენ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4112.html
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:27 | News »
 

"საზოგადოება: აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 06 May 2024
  • English Georgian