aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: შიმონ პერესი: ისრაელს და საქართველოს შეუძლია ძველ ურთიერთობებს დაუბრუნდეს Georgian News  Georgian News 
ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ  პერესმა  საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს მიხეილ სააკაშვილს ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუსკას და ზეევა ფრენკელის შეწყალების გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ებრაული გამოცემა The Yerusalem Post იუწყება. გაზეთის ინფორმაციის  მიხედვით, ქვეყნის მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.



"მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენ ბიზნესმენები შეიწყალეთ. მე ვიცი, რომ ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება იყო. ეს თქვენგან კეთილშობილური ჟესტი იყო და მე მას პატივს ვცემ,"-განაცხადა პერესმა და აღნიშნა, რომ მომხდარი მეხსიერებიდან ამოიშალა და საქართველო და ისრაელი ძველ ურთიერთობას დაუბრუნდება.


თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხდარი არასასიამოვნო  და მძიმე იყო ორივე მხარისათვის და "ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი მოგვარდა."


ებრაელი ბიზნესმენები ფუკსი და ფრენკელი 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს იმ დროს, როდესაც მათ საქართველოს ფინანსთა მინისტრს ავთანდილ ხარაიძეს 7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი შესთავაზეს. სანაცვლოდ ისინი ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაესაჩივრებინა. 

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4074.html
Posted by consul | 06 Dec 2011, 19:27 | News »
 

"პოლიტიკა: შიმონ პერესი: ისრაელს და საქართველოს შეუძლია ძველ ურთიერთობებს დაუბრუნდეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian