aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: შევარდნაძე საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია Georgian News  Georgian News 
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინააღმდეგია. შევარდნაძემ თბილისის გაზეთ "ასავალ-დასავალისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება.



 საკითხზე"ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი  თამაშ გარეთ დატოვოს, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი თავისი პარტიის შექმნას ვერ მოასწრებს." 83 წლის ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ "ხელისუფლებამ არ უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ თუ ეს მოხდება, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის გზას მაინც გამონახავს."


ამავდროულად ექსპერტთა მთელი რიგი ქვეყანაში, უახლოეს მომავალაში  რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს. ექსპერტთა და პოლიტოლოგთა ნაწილიკი მიანიშნებს იმაზე, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი დაეცა.


7 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა ახალი პარტიის შექმნის თაობაზე გააკეთა განცხადება, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა მიეღო მონაწილეობა. მან არსებული ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია "ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს." ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ ქვეყანაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციური პარტიიების ნაწილი ვარაუდობს, რომ 56 წლის ივანიშვილმა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის პროცესს უნდა უხელმძღვანელოს, თუმცა სხვა ოპოზიციონერებს და ექსპერტებს მიაჩნიათ,რომ ივანიშვილს არ შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური ძალების ბალანსი შეცვლა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4070.html
Posted by consul | 05 Dec 2011, 22:04 | News »
 

"პოლიტიკა: შევარდნაძე საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 May 2024
  • English Georgian