| უცხოელები „ბათუმი-ველოთი“ სარგებლობას ვერ შეძლებენ | | Georgian News | |
უცხოელები პროექტ „ბათუმი-ველოთი“ სარგებლობას ვერ შეძლებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ქართულ ბანკებში ჯერ კიდევ არ დაუნერგავთ უცხოელი მოქალაქეების მიერ საბანკო ბარათების გამოყენების სისტემა. თუმცა, როგორც ბათუმის ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ეკა ჩანიშვილი აცხადებს, სექტემბრისთვის პრობლემა დარეგულირდება. მან ასევე დაამატა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 100 ველოსიპედი ჩამოიყვანეს, მაგრამ მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ახალი ბარათების დაბეჭდვის აუცილებლობა წარმოიშვა.
| |||
| Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:46 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| ირაკლი ალასანია: საქართველომ უნდა გაითვალისწინოს აფხაზური საზოგადოების არჩევანი | | Georgian News | |
ქართველებმა აფხაზური საზოგადოების არჩევანი უნდა გაითვალისწინონ, მიაჩნია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას, იუწყება “GHN“.
| |||
| Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:46 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ქართული კომპანიები ჩინური ბაზრის ათვისებას აგრძელებენ | | Georgian News | |
ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ათი ქართული კომპანია ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და „სამტრესტის“ ხელშეწყობით მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენა China-Eurasia Expo 2011-ში, რომელი ჩინეთში, ქალაქ ურუმციში 1-5 სექტემბერს ჩატარდება.
| |||
| Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:45 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
| საქართველოს სსს საერთაშორისო საზოგადოებას არააღიარებლობის პოლიტიკის გაგრძელებისკენმოუწოდებს | | Georgian News | |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების მიმართ არააღიარებლობის პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც საქართველოს სსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის არჩევნები, რომლებიც 2011 წლის 26 აგვისტოს ჩატარდა, არალეგიტიმურია.
| |||
| Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:44 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ამერიკული თეთრი პეპლის მატლებმა სამეგრელოს საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწიეს | | Georgian News | |
ამერიკული თეთრი პეპლის მატლები სამეგრელოში იმდენად გამრავლდნენ, რომ მცენარეთა განადგურებასთან ერთად ისინი საცხოვრებელ სახლებშიც აღწევენ.
| |||
| Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:36 | comments | გარემო | Score: 0 | Read More... | |||
| სამი თვის განმავლობაში თბილისში 168 ადამიანი გადაარჩინეს | | Georgian News | |
ბოლო სამი თვის განმავლობაში თბილისში მაშველებმა დახრჩობისაგან 168 ადამიანი გადაარჩინეს.
| |||
| Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:16 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| ევროპარლამენტი: არჩევნები აფხაზეთში არაფერს ცვლის | | Georgian News | |
გასულ კვირას აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ჩატარებული არჩევნები ევროპის პარლამენტის პოზიციებს არ ცვლის, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, განაცხადა გასულ კვირას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეჟი ბუზეკმა.
| |||
| Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:13 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| სააკაშვილი: ქუთაისი ევროპაში საუკეთესო ევროპას წარმოადგენს | | Georgian News | |
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 30 აგვისტოს, ეწვია ქუთაისს, სადაც ამ ქალაქში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
| |||
| Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:11 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| 7 სექტემბრიდან ბათუმში «Golden Talent 2011» დაიწყება | | Georgian News | |
7-დან 11 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში სიმღერის საერთაშორისო კონკურსი «Golden Talent 2011» გაიმართება.
| |||
| Posted by consul | 30 Aug 2011, 23:09 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More... | |||
| ახალგაზრდა ბიზნესმენები ქართულ პროფკავშირებს ბუტაფორიად მიიჩნევენ | | Georgian News | |
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია იმ პროკავშირული ორგანიზაციების გაუქმებას მოითხოვს, რომლებიც მშრომელთა უფლებებს არ იცავს. როგორც ასოციაციის პრეს-რელიზშია ნათქვამი, ამის მაგალითია სამედიცინო მუშაკები, რომლებმაც საკუთარი უფლების დასაცავად არა ძველ პროფკავშირებს მიმართეს, არამედ ახალი ორგანიზაცია - მედიკოსთა დაცვის ლიგა შექმნეს.
| |||
| Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:08 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
