aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 როგორ გავიაროთ გასაუბრება წარმატებით Business & Economics  Business & Economics 
 ბევრი კანდიდატი შიშით ელოდება გასაუბრების დღის მოახლოებას, ბევრისთვის კი ეს განსაკუთრებული მოვლენაა და მიასთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. მას შემდეგ რაც გააგზავნით ათასობით სივის, სამოტივაციო წერილსა და აპლიკაციებს, აქცენტს ვაკეთებთ გასაუბრებაზე და იმედს ვიტოვებთ, რომ კარგ შთაბეჭდილებას მოვახდენთ კომპანიის წარმომადგენელზე და ბოლოსდაბოლოს გვექნება სამსახური.



 გასაუბრების წარმატებით გავლა სრულიად არ წარმოადგენეს განსაკუთრებულ სირთულეს მათთვის, ვისაც აქვს ამ მხრივ გამოცდილება. პირიქით, ხშირად ეს მათთვის საინტერესო და სახლისოც კი არის. ამ საქმეში გამოცდილებასთან ერთად ეცნობით სხვადასხვა სპექტრის შეკითხვებს, ეჩვევით გარემოს. მხოლოდ ამის შემდგეგ თქვენ გაქვთ შანსი გაიაროთ გასაუბრება წარმატებით. 


თუმცა, არის ბევრი რამ, რაზეც სამსახურის მაძიებელმა არ უნდა ილაპარაკოს გასაუბრებაზე. გთავაზობთ 10 შემთხვევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ინტერვიუზე. არის შეკითხვები, რომელიც გამსაუბრებელმა არასოდეს არ უნდა დასვას, უფრო მეტიც, ზოგიერთი შეკითხვა უკანონოა.  ასე, რომ პოტენციურო დასაქმებულებო, წარმოგიდგენთ 10 ფრაზას, რომელიც არასოდეს არ უნდა წამოგცდეთ გასაუბრებაზე. 


1. გამომუშავება რამდენია?
 ხშირად ამ შეკითხვას სვამენ მანამ, სანამ ინტერვიუერი დასვამს პირველ კითხვას. ეს დიდი შეცდომაა. გამსაუბრებელი რა თქმა უნდა იფიქრებს, რომ თქვენ ფულის მეტი არაფერი არ გაინტერესებს. როგორც წესი ეს საკითხი პირველ ინტერვიუზე არ განიხილება ხოლმე, ამისათვის არსებობს დამატებითი შეხვედრები, მაშინაც კი ეს საკითხი დამსაქმებელმა უნდა წამოსწიოს. ასეთი შემთხვევისთვის თქვენ უნდა გქონდეთ გამზადებული პასუხი, თუმცა არასოდეს დაასახელოთ თანხის ზუსტი რაოდენობა, გააკეთეთ შუალედი, მაგალითად, 600-დან 800 ლარამდე. ამისათვის კი, პირველ რიგში გაარკვიეთ იგივე თანამდებობაზე ხელფასის რაოდენობა. 


2.რითი არის დაკავებული თქვენი კომპანია?
სანამ ინტერვიუზე წახვალთ, კარგად შეისწავლეთ კომპანიის საქმიანობა, ეწვიეთ მის ვებ-გვერდს, მოიძიეთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია მის შესახებ. შეეცადეთ მოიპოვოთ კომპანიის ყოველწლიური ანგარიში და გაეცნოთ მას. საქართველოში მეგობრები და ახლობლები ხომ არასოდეს დაგვზარდებიან ამის გარკვევაში.


3.არ გამოიყენოთ სლენგი გასაუბრებისას
სამსახურეობრივი ინტერვიუ არ არის ყოველდღიური საუბარი მეგობრებთან, ეს არის ფორმალური დიალოგი და საჭიროებს შესაფერის ლექსიკას.  ამასთანავე საუბარი უნდა იყოს თანმიმდევრული და ლოგიკური. გასაუბრების პერიოდში, რომელიც მცირე დროს მოიცავს, გამსაუბრებელს არ შეუძლია გამოიცნოს თუ რისი თქმა გსურთ და ის არც არის ვალდებული. თქვენი უადგილო ლექსიკით კი დაკარგავთ პატივისცემას გამსაუბრებლის თვალში. გარდა მისა, შექმნით შთაბეჭდილებას, რომ სამსახურსაც ისევე არასერიოზულად მოეკიდებით, როგორც გასაუბრებას. 


4.რა კეთილდღეობას მომიტანს ეს სამსახური (შვებულება, დაწინაურება, ბონუსები)?
ინტერვიუერს მოსწონს თავდაჯერებული, თუმცა არა ეგოისტი ადამიანები. პირველი გასაუბრება როგორც წესი შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ კომპანიისთვის და რას მოგიტანთ ის თქვენ. თქვენ უნდა შეეცადოთ შეათანხმოთ შემდეგი შეხვედრა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინტერვიუერისგან არ მოდის ინციატივა. პირველივე შეხვედრაზე თქვენი მზრუნველობა, წარმოაჩენს თქვენ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გასაგებად. 


5.არაფერი შეურაცხყოფის ან უკმაყოფილების მსგავსი
არასოდეს გამოიყენოთ შეურაცხმყოფელი ან უცანზურო სიტყვები. ეს როგორც წესი, ხდება მაშინ როდესაც ბრაზობთ, ინტერვიუს დროს კი არ გაქვთ გაბრაზების საფუძველი. თქვენ თვითონ ხომ გსურდათ ეს შეხვედრა?! თუ თქვენ მიჩვეული ხართ ასეთ ლაპარაკს, მაშინ გასაუბრებაზე თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვებისგან როგორიცაა, გონებაჩლუნგი, კრეტინი და უამრავი ასეთი სიტყვა არსებობს მშობლიურ ენაზე არ მეთანხმებით?


6.არ გამოიყენოთ სტერეოტიპული ენა
გასაუბრებისას არასოდეს შეეხოთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა, გენდერი, სექსუალური ორიენტაცია, ეროვნება, რასა, რელიგია და მსგავსი განმასხვავებელი ნიშნები. არ ისაუბროთ ამ საკითხებზე ნეგატიურ კონტექსტში. სხვათაშორის, ამ წესის გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგვადგება.


7.არასოდეს არ გააკრიტიკოთ თქვენი ყოფილი უფროსი
ასეთ შემთხვევაში თქვენი პოტენციური უფროსი იფიქრებს, რომ მისგან წასვლის შემთხვევაში მასაც ისევე უხეშად გააკრიტიკებთ, როგორც თქვენს ყოფილ დამქირავებელს. ამის მაგივრად თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ რომ ყოფილი სამსახურის დატოვების მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა იყო.


8.გასაუბრების დასასრულს კითხვაზე - გაქვთ თუ არა რაიმე შეკითხვა? - არასოდეს უპასუხოთ - არა
ასეთ შემთხვევაში თქვენი პასუხი - არა- მიუთითებს შემდეგზე: პირველი, თქვენ არ ხართ სათანადოდ დაინტერესებული კომპანიით, ან, მეორე, არ ხართ საკმარისად ჭკვიანი. მას შემდეგ, რაც თქვენ მოიძიებთ ინფორმაციას კომპანიის შესახებ, მოიფიქრეთ დაახლოებით 3 კითხვა მაინც. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ კომპანიის სამომავლო გეგემებზე, ან მის ახალ პროდუქტზე. ერთი სიტყვით, კომპანიის შესწავლისას, თქვენ თავად გაგიჩნდებათ კითხვები.


9.მე არ მაქვს სისტი მხარეები
გასაუბრებისას არის დიდი ალბათობა იმის, რომ ინტერვიუერი თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე გკითხავთ. რა თქმა უნდა პირველს ჩამოთვლით რაც შეიძლება ბევრს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს სუსტ მხარეებზეც უნდა თქვათ რამე. წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერვიუერი ჩათვლი, რომ თქვენ მას ატყუებთ, ან არ ფიქრობთ თქვენს სისუსტეებზე. დამეთანხმებით, რომ თქვენს რეპუტაციას არც ერთი არ წაადგება. შეგიძლიათ თქვენს სუსტ მხარედ თქვათ, რომ წვრილმან დეტალებს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობთ, რადგან უფრო გლობალურ საკითხებზე გაქვთ თქვენი ყურადღება გადატანილი. ეს პოზიტიური სისუსტეა. 


10.არ მოყვეთ თქვენი ცხოვრებისეული თავგადასავალი
ინტერვიუერი აუცილებლად გთხოვთ მოუყვეთ ცოტა რამ საკუთარ თავზე. ეს შეეხება თქვენს სასკოლო ან მის შემდგომ წარმატებებს, სამუშაო გამოცდილებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თქვენი ბიოგრაფიული რომანის მოყოლა


და ბოლოს, არასოდეს მისცეთ გამსაუბრებელს ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. თუ გამსაუბრებელი დაინტერესდება თქვენი ეროვნებით, თავაზიანად უპასუხეთ, რომ ვერ ხვდებით რა საჭიროა ამის ცოდნა იმ მომენტში. 
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_72.html
Posted by mariami | 09 Nov 2010, 10:45 | News »
 

"როგორ გავიაროთ გასაუბრება წარმატებით" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 4.63
Votes: 11


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian