aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 სპორტი: დასახელდა 2011 წლის ყველაზე გულუხვი ცნობილი ადამიანების ხუთეული World News  World News 
ამერიკელი ეპატაჟური პოპ-დივა ლედი გაგა ზედიზედ მეორე წელი სათავეში უდგას იმ ცნობილ პიროვნებათა რეიტინგს, რომლებიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო საქმიანობაში. აღნიშნულ რეიტინგს არაკომერციული ორგანიზაცია „გააკეთე რაიმე“ ადგენს, გადმოსცემს „იტარ-ტასი“. კერძოდ, მომღერალმა ცოტახნის წინ განაცხადა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის შექმნის შესახებ. მისი სახელი იქნება „ასეთად დავიბადე“ და მხარდაჭერას გაუწევს მოზარდებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზებით გარშემომყოფების მხრიდან აგრესიას ეჯახებიან.

სიაში მეორე ადგილი 17 წლის კანადელ მომღერალ ჯასტინ ბიბერს უკავია, რომელიც შარშან მეათე სტრიქონზე იმყოფებოდა. მომღერალი რამდენიმე საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობს, მაგალითად: თანამშრომლობს ორგანიზაცია „იმედის ფანქრებთან“, რომელიც მთელ მსოფლიოში ახალი სკოლების ასაშენებლად სახსრებს აგროვებს.

მესამე ადგილზეა მსახიობი ჯორჯ კლუნი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სუდანში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში.

შემდეგი სიაშია მსახიობთა წყვილი უილი და ჯადა სმიტები: ისინი საკუთარი ფონდის საშუალებით აშშ-ში საგანმანათებლო პროექტებს აფინანსებენ. გაიგო რა ცოტახნის წინ, რომ ქალაქ ფილადელფიის სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს, ფონდმა 24 საათის განმავლობაში სკოლისთვის 20-ზე მეტი Apple-ის ახალი კომპიუტერი იყიდა.

პირველ ხუთეულს ასრულებს კინომსახიობი ლეონარდო დი კაპრიო, რომელიც ცნობილია იმით, რომ სხვადასხვა ეკოლოგიურ პროგრამებში მონაწილეობს და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის ელჩს წარმოადგენს.

გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, რომლებმაც სომალის დახმარების ფონდს 300 ათასზე მეტი დოლარი შესწირეს, ასევე მეტ დეიმონი, შაკირა, ეშტონ კატჩერი, დემი მური და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობენ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4233.html
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:47 | News »
 

"სპორტი: დასახელდა 2011 წლის ყველაზე გულუხვი ცნობილი ადამიანების ხუთეული" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12336] »
• Selling Leads [130] »
• Products [4498] »
• Private offers [95] »
• Registered users [2575] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2020
  • English Georgian