aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 643 მილიონი დოლარი შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
2011 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43 მილიონით გაიზარდა და 643 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ პარასკევს, 23 დეკემბერს, გამართულ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 173.7 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორეში - 203.4 მილიონი, ხოლო მესამეში - 266.0 მილიონი.



საჭიროა აღინიშნოს, რომ 2010 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების სახით მხოლოდ 600 მილიონი დოლარი შემოვიდა. ინვესტიციების უდიდესი წილი (21%) მოდის ნიდერლანდებზე, მას მოსდევენ დანია - 16%, კვიპროსი - 13%, თურქეთი - 11%, აზერბაიჯანი - 6%.


ინვესტიციები ძირითადად მრეწველობაში, ფინანსურ სექტორში, ენერგოსექტორში, უძრავ ქონებაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ხორციელდებოდა. მინისტრის თქმით, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მისმა უწყებამ რამდენიმე მნიშნელოვანი ღონისძიება გაატარა. მათ შორისაა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლით დაინტერესებული 20 საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტი და 16 ბიზნეს-ფორუმი.


როგორც ქობალიამ აღნიშნა, საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელმა საინვესტიციო კლიმატი 2 000-ზე მეტ ბიზნესმენს გააცნეს, გაიმართა მასშტაბური ფორუმები „საქართველო-უკრაინა“ და „საქართველო-სომხეთი“, უკრაინის ვიცე-პრემიერ სერგეი ტიგიპკოსა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მონაწილეობით. „საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ ასევე 30-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმში მივიღეთ მონაწილეობა“, - განაცხადა ქობალიამ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4209.html
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:50 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 643 მილიონი დოლარი შეადგინა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 1
Votes: 5


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 April 2024
  • English Georgian