aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სააკაშვილი: რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია Georgian News  Georgian News 
„რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია“, განაცხადა შაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში, სადაც მან ახალი საავადმყოფო გახსნა. „სხვათა შორის, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა, და ეს მოხდა, თუმცა ბევრს არ სჯეროდა. ამ ეტაპზე ჩვენ შორსმჭვრეტელები, უდრეკები და ფრთხილები უნდა ვიყოთ. ეს ის პროცესია, რომელიც ჩვენთვის შეუქცევადი იქნება“, - აღნიშნა მან.



სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის „რუს ხალხთან ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“. „სწორედ რუს ხალხთან, და არა იმპერატორებთან, რომლებსაც საქართველოს დაპყრობა სურთ, როგორც ეს საქართველოში მეხუთე კოლონას ზოგიერთ წარმომადგენელს მიაჩნია, რომლებსაც არც თავმოყვარეობა და არც საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარული აქვთ, რომლებიც ყველაფერს საკუთარ კეთილდღეობაზე აშენებენ. ჩვენ რუს ხალხთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობები უნდა დავამყაროთ, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ღირსებასა და პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული. იმავე რეჟიმის გამო იტანჯება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა, რომლის წინააღმდეგაც ახლა ხალხი რუსეთში პროტესტს გამოთქვამს“, - განაცხადა მან.


საქართველოს პრეზიდენტმა პარალელები გაავლო დავით აღმაშენებლის ეპოქასა და რუსეთში გაჩაღებულ მოვლენებს შორის. „მაშინ დამპყრობელთა დიდი ძალის იდეოლოგია შესუსტდა და გარშემო ქვეყნები გონს მოეგნენ, გაძლიერდნენ და განვითარდნენ. ვფიქრობ, ახლაც მსგავსი პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ყველანი ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4207.html
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:47 | News »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12348] »
• Selling Leads [130] »
• Products [4502] »
• Private offers [104] »
• Registered users [2589] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 05 December 2021
  • English Georgian