aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია Georgian News  Georgian News 
საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, გამართულ წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.



როგორც მან ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შედეგების შეჯამების დროს აღნიშნა, 2011 წლის მონაცემებით, ფიჭური მობილური რატიოსატელეფონო კავშირგაბმულობის აბონენტთა რაოდენობა 4 406 817 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.


მინისტრის თქმით, 2010 წელს ფიჭური კავშირით 3 980 000 აბონენტმა ისარგებლა. მოსახლეობის არსებითად უფრო ნაკლები რაოდენობა ფიქსირებული სატელეფონო ქსელებით სარგებლობს. ქობალიას ინფორმაციით, აბონენტთა რიცხვი 1 200 000-ს შეადგენს. შარშან ეს რიცხვი 1 105 883 აბონენტს შეადგენდა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. წელს მათი რაოდენობა 1 500 000-მდე გაიზარდა. ქობალიას განმარტებით, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელ Facebook-ს იყენებენ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4205.html
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:29 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 April 2024
  • English Georgian