aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: თარგამაძე: ბოლო დროს ივანიშვილის ოცნების ტრანსფორმაცია ხდება Georgian News  Georgian News 
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბანაკში უთანხმოებებს აქვს ადგილი. „ახალ ბლოკს, რომელიც ფორმირების პროცესში იმყოფება, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. მინდა ვთქვა, რომ ბევრი შეკითხვა დამიგროვდა, რომლებზესაც პასუხი არა მაქვს. როგორც პოლიტიკოსს, იმის მოლოდინი მქონდა, რომ მათი მიდგომა ბევრად უფრო პრაგმატული იქნებოდა, მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკური რომანტიზმის ეპოქა დასრულდა და ადამიანები გადაწყვეტილებებს რადიონალური ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ, მაგრამ მათი მოქმედებები ჩემში ეჭვებს ჰბადებს“, - განაცხადა თარგამაძემ.



მისი თქმით, მას ეჭვები გაუჩნდა იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც ივანიშვილის მომავალი პარტნიორები, კერძდ კი რესპუბლიკური პარტია და ალასანიას გუნდი პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის მიუღებლობასთან დაკავშირებით ემხრობიან. თარგამაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხის თაობაზე საუბარი „რვიანის“ ფორმატშიც წარმოებდა და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც კი იქნა მიღებული.


„ის დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილის მოკავშირეებმა დეპუტატთა რაოდენობის გაზდის საკითხში აირჩიეს, ჩემში ბევრს ეჭვს ჰბადებს, და არა მხოლოდ. მე ვხედავ, რომ ივანიშვილის ოცნება ტრანსფორმაციას გადის რესპუბლიკური პარტიისა და ალასანიას პარტიის ოცნებაში იმის შესახებ, რომ როგორმე მოხვდეს პარლამენტში. „რვიანის“ ფორმატში არა მხოლოდ საუბარი იყო დეპუტატების რაოდენობის გაზრდის შესახებ, არამედ კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც ჰქონდა ადგილი. 2011 წლის მაისში „ეროვნული მოძრაობისთვის“ წარმოდგენილი წინადადებათა პაკეტი სწორედ „გერმანული მოდელის“ შექმნას გულისხმობდა, რაც, თავის მხრივ, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას ნიშნავდა. როგორც ჩანს, მათ არ შეუძლიათ იმის გაანალიზება, თუ როგორი შედეგის მოცემა შეუძლია ამ გადაწყვეტილებას, ანდაც ივანიშვილის ბანაკში სერიოზული დაპირისპირებაა“, - აღნიშნა თარგამაძემ.


საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ასევე კომენტარი გაუკეთა გია თორთლაძის განცხადებას იმაზე, რომ ივანიშვილი კრემლის ინტერესებს ატარებს. თარგამაძის თქმით, არაფრის გამორიცხვა შეიძლება.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4190.html
Posted by Drakula | 22 Dec 2011, 19:42 | News »
 

"პოლიტიკა: თარგამაძე: ბოლო დროს ივანიშვილის ოცნების ტრანსფორმაცია ხდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian