aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ზაკურაევი: „ბილაინი“ საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის #2 ოპერატორი იქნება Georgian News  Georgian News 
„ბილაინი“ საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის #2 ოპერატორი იქნება, - განაცხადა გუშინ, 21 დეკემბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შპს „მობიტელის“ (რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ კავშირგაბმულობის მომსახურებას სთავაზობს) ახალმა გენერალურმა დირექტორმა სერგეი ზაკურაევმა.



„ბოლო ორ წელიწადში „ბილაინმა“ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. კერძოდ, აქტიურ სააბონენტო ბაზარზე კომპანიამ თავისი შემოსავლები ორჯერ გაზარდა. მთლიანობაში კი მოგება სამჯერ გაიზარდა. ამას გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის მასშტაბით ჩვენი დაფარვის ზონა. „ბილაინი“ საქართველოში მართალია შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ უკვე წარმატებული მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორია. ჩვენ კონკრეტულ ბაზარზე ვმუშაობთ და ჩვენი კონკურენტების შესაძლებლობები ვიცით, თუმცა მათი არ გვეშინია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრს მივაღწევთ იმ გუნდთან ერთად, რომელმაც უკვე უზრუნველყო კომპანიის თავდაპირველი წარმატება“, - ხაზი გაუსვა სერგეი ზაკურაევმა.


2011 წლის თებერვალში სერგეი ზაკურაევმა უზბეკეთში „ბილაინის“ რეგიონალური განვითარების დირექტორის თანამდებობა დაიკავა. რაც შეეხება მის წინამორბედს ანდრეი პიატახინს, იგი „ვიმპელკომის“ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4187.html
Posted by Drakula | 22 Dec 2011, 19:40 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ზაკურაევი: „ბილაინი“ საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის #2 ოპერატორი იქნება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian