aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ვაჟა დიასამიძე: ბათუმის სასტუმროთა ძირითადი ნაწილი ახალი წლისთვის დაჯავშნილია Georgian News  Georgian News 
წინა წელთან შედარებით, ზამთრის სეზონისთვის ბათუმში ტურისტთა რიცხვი 40 პროცენტით გაიზარდა. Commersant.ge-თან საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა დიასამიძემ განაცხადა, რომ წელს ახალი წლისთვის ისინი ტურისტთა კიდევ უფრო დიდი რიცხვის ჩამოსვლას ელიან. „განსაკუთრებით ბევრი იქნება ქართველი და ვიზიტიორები მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენთან ჩამოვლენ თბილისიდან, სტამბულიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. სტუმრებს ევროპიდანაც ველოდებით“, - აღნიშნა მან.



დიასამიძის თქმით, ბათუმის სასტუმროთა ძირითადი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. დეპარტამენტი კი ფასების შემცირების პოლიტიკაზე მუშაობს. მან აღნიშნა, რომ ზაფხულთან შედარებით ფასები სასტუმროებსა და რესტორნებში უკვე შემცირდა.


„ნორმალურ რესტორანში ვახშამი 7-დან 20-მდე ლარი ღირს. მაგრამ ჩვენ პარალელურად ფასთა კიდევ უფრო დიდ შემცირებაზე ვმუშაობთ, რათა კლიენტები დარწმუნდნენ, რომ ბათუმში შესაძლებელი იყოს უქმე დღეების გატარება ბევრად უფრო იაფად, ვიდრე, ვთქვათ, თბილისში“, - აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი.


მისი თქმით, ბოლო პერიოდში ბათუმში უქმე დღეებსა და დღესასწაულებზე სულ უფრო მეტი სტუმარი ჩამოდის. ტურისტთა რიცხვი იზრდება როგორც თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ისე თურქეთიდანაც. „კანში ამერიკული აკადემიის კონკურსში ბათუმის გამარჯვების შემდეგ კი უახლოეს პერიოდში ტურისტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს გამარჯვება ბათუმისთვის დიდ რეკლამას წარმოადგენს“, - განაცხადა დიასამიძემ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4131.html
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:06 | News »
 

"ეკონომიკა: ვაჟა დიასამიძე: ბათუმის სასტუმროთა ძირითადი ნაწილი ახალი წლისთვის დაჯავშნილია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian