aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: მამუკა ღლონტი: სასამართლომ აჩვენა, რომ „მაესტროს“ არა კიწმარიშვილი, არამედ სააკაშვილი ებრძვის Georgian News  Georgian News 
თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება ტვ „მაესტროს“ 100%-იან წილზე ყადაღის დადების თაობაზე იმაზე მეტყველებს, რომ არხს არა ეროსი კიწმარიშვილი, არამედ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ებრძვის, მიაჩნია ერთ-ერთ დამფუძნებელს მამუკა ღლონტს, იუწყება “GHN“.



„დიახ, მე ამ ინფორმაციას ვადასტურებ. „მაესტროს“ არა ეროსი კიწმარიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილი ებრძვის. ჩვენ ჩვენი წილების გაყიდვას ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენ მათ გაყიდვას არც ვაპირებდით. ამით მხოლოდ სააკაშვილის, კიწმარიშვილისა და ოქრუაშვილის ლუსტრაცია მოხდა“, - თქვა ღლონტმა „GHN“-სთან საუბრისას, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა.


შეგახსენებთ, დღეს, 7 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ 100%-იანი წილი დააყადაღა.


შეგახსენებთ, რომ „მაესტროს“ გარშემო სკანდალი მას მერე გაიჩაღა, რაც მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი თანმხლებ პირებთან ერთად ღობეზე გადაძვრა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძისა და მისი ერთ-ერთ დამფუძნებლისა და პროდიუსერის მამუკა ღლონტის გათავისუფლების ბრძანებით. ამასთან ერთად, მან განაცხადა, რომ ტვ-ში 4.5 მილიონი ჩადო და აპირებს სარედაქციო პოლიტიკას დამფუძნებლებთან კონტრაქტის ამოწურვის ვადამდე - 2012 წლის დეკემბრამდე უხელმძღვანელოს.


„მაესტროს“ დამფუძნებლები გიორგი ებრალიძე, ლევან ჩიკვაიძე, ეკატერინე აკობია, მამუკა ღლონტი, ილია კიკაბიძე და მაკა ასათიანი არიან.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4100.html
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:27 | News »
 

"პოლიტიკა: მამუკა ღლონტი: სასამართლომ აჩვენა, რომ „მაესტროს“ არა კიწმარიშვილი, არამედ სააკაშვილი ებრძვის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 27 April 2024
  • English Georgian