aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Facebook დიდ კაზინოდ გადაიქცევა World News  World News 
სოციალურ ქსელ Facebook-მა, რომელსაც 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, შესაძლოა დიდ ბრიტანეთში ონლაინ-კაზინოსთვის ვირტუალური მოედნების შემოთავაზება დაიწყოს. ამჟამად წამყვანი სოციალური ქსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ექსპერტებთან, კონსულტანტებთან და შემმუშავებლებთან სათამაშო ბიზნესის დარგში. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Daily Mail აზარტული თამაშების გამოცემა eGaming Review-ში ინფორმირებულ წყაროებზე მინიშნებით.



ახალ პროექტში Facebook-ის პირველი პარტნიორები შესაძლო გახდნენ დიდი ბრიტანეთის აზარტული თამაშების ბაზრის უმსხვილესი კომპანიები - Gamesys, PokerStarts და 888 Holdings. გაზეთი აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს უკვე ახლა შეუძლიათ რულეტკის ან ბინგოს თამაში, ხოლო ფსონების დადება და გადახდა არა ნამდვილი ფულით, არამედ ვირტუალური ვალუტით (Facebook Credits). რეალური ფულის ვირტუალურ „კრედიტებზე“ გაცვლა სასაჩუქრე ბარათების, საკრედიტო ბარათების ან PayPal-ის საშუალებით შეიძლება.


სულ Facebook სოციალურ ქსელში სათამაშო ბიზნესის წარმოების რვა ლიცენზიის გაცემას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნობებს ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია, Facebook-ის ახალმა ინიციატივამ დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივ მოღვაწეთა მხრიდან მკვეთრი პროტესტი გამოიწვია.


„მაშინაც კი, როდესაც ფული ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელთან არ გადადის, პატარა ბავშვები აზარტული თამაშების მექანიზმს სწავლობენ“, - აღნიშნა პროფესორმა მარკ გრიფიტსმა ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტიდან და დაამატა, რომ ასეთ გატაცებებს სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია. „ძალიან ვარ აღშფოთებული Facebook-ის ამ ნაბიჯით და იმ ზეგავლენით, რომლის მოხდენაც მას ბავშვებსა და მოსახლეობის სხვა დაბალდაცულ ფენებზე შეუძლია“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტარმა, ლუიზა ელმანმა.


შემმუშავებელ JackpotJoy-ის Gamesys-ის სათამაშო ავტომატები Facebook-ზე 1.7 მლნ აქტიურ მომხმარებელს ითვლის. 888-ს უფრო მოკრძალებული აუდიტორია ჰყავს - 650 ათასი ადამიანი თვეში, რომლებიც ვირტუალურ ფულზე Bingo Island-ს თამაშობენ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4094.html
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:43 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Facebook დიდ კაზინოდ გადაიქცევა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 April 2024
  • English Georgian