aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ადვოკატები: საქართველოს პრეზიდენტის აქტი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბათილია Georgian News  Georgian News 
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მოითხოვენ ბათილად იქნას აღიარებული საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, იუწყება “GHN“. როგორც დღეს, 6 დეკემბერს, პრეს-კონფერენციაზე ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა თედუმაძემ განაცხადა, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, ჩამოართვას პიროვნებას მოქალაქეობა, რომელიც გამონაკლისის წესით არის მინიჭებული.



„ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ჩვენს სარჩელშია შესული, ეს აქტის ბათილად აღიარებაა. შიდა კანონმდებლობის თანახმად, აქტის ბათილად აღიარებისათვის ორი პირობა არსებობს: პირველი - როდესაც იგი არაუფლებამოსილი ადამიანის, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაიცა. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომ ის, რაც დაუშვებელია, ის აკრძალულია. შესაბამისად, ყველა კანონისა და კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, მოქალაქეობა ჩამოართვას პიროვნებას, რომელსაც განსაკუთრებული წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. მას ამის უფლება არ ჰქონდა და აქტი არაუფლებამოსილი პირის მიერ გაიცა“, - თქვა თედუმაძემ.


მისი თქმით, ადმინისტრაციული კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი მიუკერძოებელი უნდა იყოს.


„მაშინ, როდესაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია სასამართლოზე აფიქსირებს, რომ გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბერს განცხადება გააკეთა და სწორედ ამიტომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, აღნიშნული უკვე აფიქსირებს, რომ ეს საქმის მიკერძოებული წარმოებაა, რადგან პრეზიდენტს ჰქონდა როგორც პირადი, ისე პოლიტიკური გუნდის ინტერესი და, შესაბამისად, მან აქტი უფლებამოსილებების გარეშე მიიღო, რომელიც სამართლის თვალსაზრისით უპირობოდ ბათილად არის მიჩნეული“, - თქვა მან.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4083.html
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:37 | News »
 

"პოლიტიკა: ადვოკატები: საქართველოს პრეზიდენტის აქტი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბათილია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian