ეკონომიკა: ლებანიძე: „მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია“ | ![]() | Business & Economics | |
![]() მისი თქმით, „ქინძმარაულის მარანი“ ახალი წლის შემდეგ „გაუფილტრავი საფერავისა“ და „ვარდისფერი საფერავის“ გამოშვებას აპირებს. ახალი პროდუქცია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გაიყიდება. ამას გარდა, პროდუქციის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები კანადასთან წარმოებს. მაგრამ, ლებანიძის თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია და ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგებით დასრულდება იგი. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია. „ექსპორტის ასამაღლებლად აუცილებელია, კომპანიებთან ერთად აქტიურად ხორციელდებოდეს სპეციალური კამპანია, ვინაიდან ცალკეული ფირმებისათვის სარეკლამო კამპანიის დამოუკიდებლად ჩატარება რთულია, რაც დიდ სახსრებს უკავშირდება. „ქართული ღვინო კარგად გაიყიდება აშშ-ში, ჩინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში, მაგრამ ამისთვის აუცილებელია სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ლებანიძემ. მისი თქმით, იტალიურ და ფრანგულ ბაზარზე შესვლას აზრი არა აქვს, რადგან ეს ძალიან დიდ ფულთან არის დაკავშირებული, ხოლო ადგილობრივი ღვინოსთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთული იქნება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4080.html
| |||
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:35 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.