aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ლებანიძე: „მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია“ Business & Economics  Business & Economics 
ჰონკონგში ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსში კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ მიერ გრან-პრის მიღების შემდეგ კომპანიის პარტნიორები მას გაყიდვების გაზრდაში ეხმარებიან. ამის შესახებ commersant.ge-ს კომპანიის დირექტორმა დიმიტრი ლებანიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამგვარი დონის კონკურსში გამარჯვებამ კომპანიის პარტნიორები უფრო სერიოზული თანამშრომლობისკენ უბიძგა. „ეს ჩვენი კომპანიის სერიოზული რეკლამა იყო. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიარ-კომპანია უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე გამოფენებზე მონაწილეობა. როდესაც ქვეყანაში პირველად შემოდიხარ და არავინ გიცნობს, აუცილებელია ყველაფერი პიარ-კომპანიით დაიწყო. ხოლო იქ, სადაც შენი პროდუქცის უკვე იყიდება, გამოფენაში მონაწილეობა ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ლებანიძემ.



მისი თქმით, „ქინძმარაულის მარანი“ ახალი წლის შემდეგ „გაუფილტრავი საფერავისა“ და „ვარდისფერი საფერავის“ გამოშვებას აპირებს. ახალი პროდუქცია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გაიყიდება. ამას გარდა, პროდუქციის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები კანადასთან წარმოებს. მაგრამ, ლებანიძის თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია და ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგებით დასრულდება იგი.


მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია.


„ექსპორტის ასამაღლებლად აუცილებელია, კომპანიებთან ერთად აქტიურად ხორციელდებოდეს სპეციალური კამპანია, ვინაიდან ცალკეული ფირმებისათვის სარეკლამო კამპანიის დამოუკიდებლად ჩატარება რთულია, რაც დიდ სახსრებს უკავშირდება. „ქართული ღვინო კარგად გაიყიდება აშშ-ში, ჩინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში, მაგრამ ამისთვის აუცილებელია სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ლებანიძემ.


მისი თქმით, იტალიურ და ფრანგულ ბაზარზე შესვლას აზრი არა აქვს, რადგან ეს ძალიან დიდ ფულთან არის დაკავშირებული, ხოლო ადგილობრივი ღვინოსთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთული იქნება.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4080.html
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:35 | News »
 

"ეკონომიკა: ლებანიძე: „მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 06 May 2024
  • English Georgian