პოლიტიკა: ჯიოევას "ინაგურაცია" 10 დეკემბერს შედგება | Georgian News | ||
ოპოზიციური ლიდერის ალა ჯიოევას მომხრეებმა, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებენ, გადაწყვიტეს 10 დეკემბერს, ჯიოევას ინაგურაცია ჩაატარონ და დაახლოებით 17 ათასი ადამიანი შეკრიბონ. ამის შესახებ, "რია ნოვოტს" ჯიოევას შტაბის მეთაურმა მიხაილ ხანიკაევმა განუცხადა. "ხალხმა გადაწყვიტა თავისი ქვეყნის პრეზიდენტის ინაგურაცია გამართონ და ეს გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სახელმწიფოებრივი,"-განაცხადა ხანიკაევმა. მისი თქმით, ღონისძიება ქალაქის ერთერთ მოედანზე გაიმართება და თუ ერთ მოედანს გადაკეტავენ, მაშინ მეორეზე გადავინაცვლებთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება. ყველა ამომრჩეველი, რომელთა რიცხვი 17 ათასს შეადგნდა, უნდა გაერთიანდს და ჯიოევა თავიანთ პრეზიდენტად უნდა აღიარონ,"-განაცხადა სააგენტოს თანამესაუბრემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4059.html
| |||
Posted by consul | 05 Dec 2011, 21:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.