aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ეგვიპტის არჩევნებზე დასწრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა World News  World News 
ეგვიპტის საყოველთაო ხმის მიცემის პირველ ეტაპზე, ქვეყნის ისტორიაში, დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ, პარასკევს, 2 დეკემბერს, როიტერი, ეგვიპტის ცეესკოს ხელმძღვანელის აბდელია იბრაგიმის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.



სააგენტოსთან თანამოსაუბრის თქმით, არჩევნებზე დასწრების მაჩვენებელმა 62% შეადგინა. აბდელ იბრაგიმა იხუმრა, რომ ეგვიპტეში, არჩევნებზე დასწრების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ფარაონების დროიდან არ ყოფილა. ამავე დროს, ეგვიპტის ცეესკომ აღნიშნა, რომ ხმის მიცემის პროცესში საკმაოდ ბევრი დარღვევა გამოვლინდა, თუმცა მან საერთო ჯამში არჩევნებზე გავლენა ვერ მოახდინა.


 ცეესკოს ხელმღვანელმა არჩევნებში მონაწილე არცერთი  პარტიის შედეგი არ დაასახელა. მისი თქმით, მხოლოდ ოთხ ინდივიდუალურ კანდიდანტს, რომელთაგან ორი ისლამური მოძრაობის "ძმები–მუსლიმანების" მიერ შექმნილი თავისუფალი პარტიისა და სამართლიანი პარტიის წარმომადგენელია, პარლამენტში ადგილები გარანტირებული აქვთ. დარჩენ  მონაწილეებს არჩევნების მეორე ტურში მოუწევთ ბრძოლის გაგრძელება.


 პარტია "ძმები–მუსლიმანები"  იმედოვნებს, რომ პარტიული სითი ხმის მიცემის პროცესში ხმათა 43%–ს მიიღებს.  ულტრა–კოსერვატიული ისლამისტური პარტია "ნური", "ძმები–მუსლიმანების" შეფასებით, ხმათა 30 %–ს მოაგროვებს. თავის მხრივ, "ნურის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხოლოდ 20 პროცენტის მიღების იმედი აქვთ.


 ეგვიპტეში, საპარლამენტო არჩევნები სამ ეტაპად ჩატარდება, რომელთაგან პირველი 28 ნოემბერს დაიწყო  და საერთო ჯამში 6 კვირას გაგრძელდა. ეს არჩევნები, სამოცი წლის მანძილზე, პირველი თავისუფალი და ეგვიპტელი ხალხის ნების გამომხატველი იყო, აღნიშნავს როიტერი.


2011 წლის თებერვალში, სახალხო არეულობის დროს ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი თანამდებობიდან გადადგა. ქვეყნის ხელისუფლება უმაღლეს სამხედრო საბჭოს გადაეცა. სამხედრო საბჭო ჯერ არ ჩქარობს ხელისუფლების სამოქალაქო მმართველობისათვის გადაცემას , რაც რეგულარულად ეგვპიტის ქუჩებში გამართული საპროტესტო აქციების მიზეზი ხდება. 
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4058.html
Posted by consul | 05 Dec 2011, 21:58 | News »
 

"პოლიტიკა: ეგვიპტის არჩევნებზე დასწრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 06 May 2024
  • English Georgian