aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ბოკერია: რუსეთის მიერ ცხინვალში დახარჯული სახსრების გათვალისწინებით, ეს ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი უნდა იყოს Georgian News  Georgian News 
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები ცხინვალის რეგიონში, ისინი მაინც არ არის ლეგიტიმური, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, საქართველოს პოზიცია ყველასათვის არის ცნობილი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია ის, რომ ცხინვალში ნებისმიერი არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება იმ პრობებში, როდესაც მანდ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და მოსახლეობა ძალით გაჰყავდათ თავისი სახლებიდან, ახლა კი ადგილი აქვს რუსულ ოკუპაციას.

ბოკერიას თქმით, აშკარაა, რომ ცხინვალში მოსკოვის მხარდაჭერის მისაღებად ორ კლანს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.


„მიუხედავად იმისა, რაც დავინახეთ, ეს ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან გვიჩვენებს, როგორი ტიპის კორუფცია და ქაოსია მანდ, სად ერევა რუსეთის ფედერაცია და როგორი დამწუხრებულობა მძვინვარებს დანარჩენ მოსახლეობას შორის არსებული მდგომარეობის თაობაზე“, - აღნიშნა ბოკერიამ.


მისი თქმით, ვიღაცამ დათვალა ის სახსრები, რომლებიც რუსეთმა ცხინვალის რეგიონისთვის დახარჯა.


„ზუსტი ციფრის დასახელება და შეცდომაში შეყვანა არ მსურს, მაგრამ ციფრები ფანტასტიური გამოვიდა. ეს ოკუპირებული რეგიონი ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი უნდა იყოს“, - აღნიშნა მან.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4054.html
Posted by Drakula | 05 Dec 2011, 21:55 | News »
 

"პოლიტიკა: ბოკერია: რუსეთის მიერ ცხინვალში დახარჯული სახსრების გათვალისწინებით, ეს ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი უნდა იყოს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian