aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველო KfW-სა და აზიის განვითარების ბანკისაგან მილიონიან კრედიტებს მიიღებს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საკრედიტო შეთანხმებას დამატებითი კრედიტების გამოყოფის შესახებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთვის დამატებით 4 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და გერმანული რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა არნე გოსმა.



შეთანხმება ითვალისწინებს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი სახლების გადაუდებელ რეაბილიტაციაზე. ამ ფულით გაუმჯობესდება კანალიზაცია, წყალსადენი, ლტოლვილთა საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.


როგორც გოსმა აღნიშნა, გერმანია უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რიგ პროექტებს ახორციელებს და ახლა ლტოლვილთა მდგომარეობის გასაუმჯობესლად დამატებითი სახსრების გამოყოფა გადაწყდა. „ქართულმა მხარემ დაამტკიცა, რომ ამ პროექტების წარმატებით განხორციელება შეუძლია“, - თქვა მან.


ხუთშაბათს, 1 დეკემბერს კი, დიმიტრი გვინდაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა ქეით მ. ჯულიანმა ხელი მოაწერეს საკრედიტო შეთანხმებას „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის - პროექტ-2“-ის დაფინანსების შესახებ.


როგორც გვინდაძემ თქვა, ეს 40 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი საშეღავათოა და ვარაუდობს გადახდას 32 წელიწადში. საშეღავათო პერიოდი კი 8 წელს შეადგენს, რის შემდეგაც კრედიტის მიხედვით გადახდის დრო დადგება.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4053.html
Posted by Drakula | 05 Dec 2011, 21:53 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველო KfW-სა და აზიის განვითარების ბანკისაგან მილიონიან კრედიტებს მიიღებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 May 2024
  • English Georgian