aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ჯაველიძე: ივანიშვილის გარშემო არც თუ ისე განათლებული და ერის მოყვარული ხალხი შეიკრიბა Georgian News  Georgian News 
როგორც „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის გარშემო არც თუ ისე განათლებული და ერის მოყვარული ხალხი შეიკრიბა“.



„განვლილმა ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ გარემოცვა ყოველთვის ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე. შესაძლოა, ბატონი ბიძინა ძალიან პრინციპულია, საკმაოდ მტკიცე ხასიათით, მაგრამ საკუთარ ტყავზე განვიცადე, როგორ გათავსებენ მყარ წრეში, ყოველი მხრიდან ბზუიან და საერთოდ შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანონ. საერთოდ, თუ ადამიანს ერთ მხარეზე ანგელოზი უზის, მეორეზე - ეშმაკია და იგი ანგელოზს ერევა!“, - განაცხადა ჯაველიძემ, შეეხო რა ამ კონტექსტში ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრს ზურაბ ბიგვავას.


„ბიგვავას იდეოლოგის გარკვეული ფუნქციები აქვს. როგორც იგი თავად აცხადებს, მან ზურაბ ჟვანია აღზარდა. მაპატიეთ, მაგრამ გამოდის, რომ ძალიან ცუდად აღზარდა და არ ასწავლა „ხეზე აძრომა!“ ეს ადამიანი საკუთარ თავს ფსიქოლოგს უწოდებს. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი ფილოსოფოსები არიან, მაგრამ მე მათ მიერ დაწერილი არაფერი წამიკითხავს“, - აღნიშნა ჯაველიძემ.


რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს, ჯაველიძე ალასანიას პარტიაზე საუბრისაგან თავს იკავებს, ხოლო რესპუბლიკელებს გამოხატულ ანტიეროვნულ ძალას უწოდებს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4048.html
Posted by Drakula | 02 Dec 2011, 19:43 | News »
 

"პოლიტიკა: ჯაველიძე: ივანიშვილის გარშემო არც თუ ისე განათლებული და ერის მოყვარული ხალხი შეიკრიბა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian