aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: სსფ მზადაა იტალია კრედიტების საშუალებით გადაარჩინოს World News  World News 
სსფ-მ იტალიისთვის სასწრაფო კრედიტი მოამზადა, რომლის სიდიდემაც შესაძლოა 400-დან 600 მლრდ-მდე ევრო, ხოლო მის მიხედვით საპროცენტო განაკვეთმა - 4-დან 5-მდე პროცენტი შეადგინოს. ამის შესახებ განაცხადა იტალიურმა ტელეარხმა „რაი-ნიუზ-24“-მა. ინფორმაცია ტრანშის შესაძლო გამოყოფის შესახებ გახდა მსოფლიო ფინანსური ისტიტუტების მხრიდან იტალიის ახალი მთავრობის მიმართ, რომელსაც პროფესორი მარიო მონტი უდგას სათავეში, გარკვეული ნდობის პირველი კონკრეტული ნიშანი.



რესპუბლიკის სახელმწიფო ვალი 1.9 ტრლნ ევროს შეადგენს, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ რომი ფინანსური დახმარებისთვის ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავდა, როგორც ეს უკვე გააკეთეს საბერძნეთმა, პორტუგალიამ და ირლანდიამ.


ტელეარხის შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კრედიტი „დროებით მოხსნის იტალიური ვალების რეფინანსების აუცილებლობას“, რითაც იტალიის ხელისუფლებებს 12-დან 18 თვემდე დროს მისცემს, რომლის განმავლობაშიც ქვეყნის მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებებისა და სხვა რეფორმების გატარებას შეძლებს.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საეჭვოა, კრედიტის სიდიდეებმა საშუალება მისცეს სსფ-ს, გასცეს იგი მხოლოდ თავის ამჟამინდელ სახსრებზე დაყრდნობით, ასე რომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ფონდი კრედიტს სხვა ინსტიტუტებთან, მაგალითად - ევროპის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობით გასცემს.


მანამდე ევროკავშირმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა იტალიაში თავიანთი აუდიტორები გააგზავნეს და მალე იგივეს სსფ-ც გააკეთებს. ეს გათვალისწინებულია შეთანხმებაში, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ წინა იტალიურმა ხელისუფლებებმა გააფორმეს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4007.html
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:07 | News »
 

"ეკონომიკა: სსფ მზადაა იტალია კრედიტების საშუალებით გადაარჩინოს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 05 May 2024
  • English Georgian