aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ბოკერია: საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ Georgian News  Georgian News 
საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ, თუმცა ქართული ხალხის ეს არჩევანი ურყევია, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებების 8-წლიან გზას აფასებდა. მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ „ჩვენ დავიბრუნეთ საქართველო და ჩვენივე ქვეყნის მესაკუთრენი გავხდით“.



„“ვარდების რევოილუცია“ ერთ-ერთი მოვლენა იყო, რომელსაც საერთაშორისო ეფექტი ჰქონდა. საქართველო გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოდიოდეს ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან და როგორ უნდა დადგეს თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრების გზაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაგვივლია ეს გზა, მაგრამ ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ეს არჩევანი ურყევია და არა მთავრობის ან პრეზიდენტის, არამედ მთელი საქართველოს არჩევანია, რისი ყველაზე სიმბოლური მაგალითიც ბოლო პერიოდში „ვარდების რევოლუცია“ იყო“, - განაცხადა ბოკერიამ.


უსაფრთხოების საბჭოს მდივნის შეფასებით, „დღეს საქართველო უფრო ძლიერი, ვიდრე უახლოეს წარსულში იყო“.


„უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ კიდევ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე უახლოეს წარსულში იყო, თუმცა, ეს ის ამოცანა არაა, რომლის მიღწევაც გვსურდა. ჩვენ კიდევ წინ უნდა წავიდეთ და საბოლოოდ დავბრუნდეთ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია - ევროპაში, ჩრდილოატლანტიკური სივრცის თავისუფალი და ღირსეული ქვეყნების ოჯახში“, - განაცხადა ბოკერიამ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3991.html
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:02 | News »
 

"პოლიტიკა: ბოკერია: საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 May 2024
  • English Georgian