aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებს Georgian News  Georgian News 
კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან 1000 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებდა, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა თავისი სეხნიის - ტელეარხ „იმედზე“ „ღამის შოუს“ წამყვანის ოთარ ტატიშვილის განცხადებას, რომელიც ასევე უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებდა, როგორც ეს მედიის მიერ გამოქვეყნებულ სიებშია მითითებული.



„გადაცემის მსვლელობაში ოთარ ტატიშვილმა მახსენა მე, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი და აღნიშნა, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისაგან 1000 ლარის ოდენობის დაფინანსებას ვიღებ. ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად მინდა განვაცხადო: მთელი ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე არანაირი საქველმოქმედო  „შემოწირულობა“, სტიპენდია და დახმარება არც ერთი სუბიექტისაგან არ მიმიღია. ჩემთვის მიუღებელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მითუმეტეს, რომ არასდროს არავისთვის მიმიმართავს ამგვარი თხოვნით“, - მითითებულია კომპოზიტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარების სიამ, რომელიც რიგი მასმედიის მიერ გამოქვეყნდა, გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. სიაში მხოლოდ სახელები და გვარებია მითითებული, თუმცა ამ პირთა საქმიანობის სახეობა მითითებული არ არის.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3964.html
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:30 | News »
 

"საზოგადოება: კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian