aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: დიმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ რუსეთი და ომი რომ არა, საქართველოს უკვე შეათრევდნენ ნატოში Georgian News  Georgian News 
2008 წელს კავკასიაში რუსეთის მიერ გადამწყვეტი ქმედებების მიუღებლობა ნატოს საზღვრების არსებით გაფართოებას გამოიწვევდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცრებთან შეხვედრაზე, იტყობინება “GHN“. „2008 წელს რომ შევდრეკილიყავით, უკვე სულ სხვა გეოპოლიტიკური განაწილება გვექნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხელოვნურად ჩათრევას ცდილობდნენ, სავარაუდოდ, იქ იქნებოდა“, - თქვა მედვედევმა.



მან აღნიშნა, რომ რუსეთი თავის საზღვრებთან სამხედრო ბლოკის გაჩენით შეშფოთებულია, რომელიც „გარკვეულ უხერხულობებს გვიქმნის“.


„ჩვენ ახლა პირდაპირ კონკურენციას თავი ავარიდეთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ უსაფრთხოების სფეროში არსებული მთელი რიგი საკითხების გადაჭრის სხვადასხვა გაგება გვაქვს“, - დაამატა მან.


თავის მხრივ, ნატოში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა, რომელიც შეხვედრაზე მონაწილეობდა, მოსაზრება გამოთქვა, რომ 2008 წელს ნატოში მოტყუვდნენ, ვინაიდან კავკასიაში რუსეთის აქტიურ მოქმედებებს არ ელოდნენ, რომელთა გარეშე, მისი თქმით, ალიანსის შემადგენლობაში უკვე შესაძლოა უკრაინა და საქართველო შესულიყვნენ.


„მათ რეალურად იმედი ჰქონდათ  სრულიად სხვა პასუხისა - პოლიტიკური პასუხისა, რომელიც, ბუნებრივია, ქვეყნის ხელმძღვანელობას, უმაღლეს მთავარსარდალს ეკისრებოდა, და სამხედრო პასუხისა. ისინი ყველა ამ პასუხის მიხედვით მოტყუვდნენ. ეს სინამდვილეში ისტორიაში დარჩება, რაც არ უნდა თქვან“, - თქვა ამაზე სახელმწიფოს უფროსმა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3963.html
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:30 | News »
 

"პოლიტიკა: დიმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ რუსეთი და ომი რომ არა, საქართველოს უკვე შეათრევდნენ ნატოში" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian