aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი არჩევნებისაგან ფარსს აწყობს World News  World News 
„ვლადიმირ პუტინი საამომრჩევლო პროცესს ფარსად აქცევს“, - განაცხადა ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, უწოდა რა რუსი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „უხეირო იდეა“, - იუწყება “GHN“. თავისი პოლიტიკური მემუარების პრეზენტაციაზე სააგენტო „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაისმა ასევე გამოთქვა შიშები იმისა, რომ თუ პუტინი კრემლში დაბრუნდება, რუსეთში გამორიცხული არ იქნება მასიური მღელვარებები. მან დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2012 წლის მარტში პუტინი პრეზიდენტი გახდება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი კიდევ უფრო მოახდენს ხელისუფლების ცენტრალიზაციას თავის ხელებში, გააძლიერებს რა ზეწოლას ოპოზიციაზე, გადმოსცემს აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივნის სიტყვებს სააგენტო რეიტერი.



„მაგრამ ვლადიმირ პუტინსაც კი მოუწევს ზოგიერთ დაბრკოლებასა და თანამედროვე რეალობის გამოვლინებასთან შეჯახება“, - აღნიშნა რაისმა. მისი თქმით, რუსებმა, რომლებიც კარგად ორიენტირდებიან მსოფლიო მოვლენებში ინტერნეტში მოგზაურობის წყალობით, შესაძლოა ვერც მოითმინონ პოლიტიკური რეპრესიები, გადმოსცემს ბი-ბი-სი.


რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბი-ბი-სის შეატყობინა, რომ პუტინის პრეს-სამსახურში კონდოლიზა რაისის განცხადებებს განიხილავენ და ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.


24 სექტემბერს „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პუტინს პრეზიდენტად კენჭის ყრა შემოთავაზა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მზად არის მთავრობას სათავეში ჩაუდგეს.


მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის კანდიდატებში პრემიერის წამოყენების შესახებ 27 ნოემბერს პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებენ.


კონდოლიზა რაისს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინის დროს სხვაგვარად აზროვნებას საზოგადოებაში, ალბათ, ჩაახშობენ. მაგრამ თუ „იგი ამ გზას გაჰყვება, არის მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ დაიწყება მასიური მღელვარებები“.


პასუხობდა რა შეკითხვას რუსეთში უცხოური ინვესტიციების შესახებ, რაისმა თქვა, რომ „რუსეთში შეთანხმებითი ურთიერთობები შეიძლება პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით იცვლებოდეს, რაც რამდენჯერმე მომხდარა“.


თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „დიდი პატივი არ არსებობს“ რაისი წერს მუშაობის შესახებ პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის რესპუბლიკურ ადმინისტრაციაში და მრავალ მსოფლიო პოლიტიკოსს აღწერს.


ამჟამად იგი სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლის.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3935.html
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:19 | News »
 

"პოლიტიკა: კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი არჩევნებისაგან ფარსს აწყობს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian