| კულტურა: ქვევრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა | | Georgian News | |
ქვევრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ბრძანების თანახმად, „მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, უძველესი დროიდან დღემდე ღვინის შენახვისთვის გამოყენებად უნიკალურ თიხის ჭურჭელს - ქვევრს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“.ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობების უფლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით იქნა მიღებული“, - ნათქვამია ბრძანებაში. ბრძანების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციებისა და გადაწყვეტილებების კოორდინაციის დეპარტამენტმა ერთი თვის ვადაში სამინისტროს საიტზე ქვევრთან დაკავშირებული მონაცემები უნდა განათავსოს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3929.html
| |||
| Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:36 | News » | |||

| Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.