aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ილიას ტბა გახსნა Georgian News  Georgian News 
დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ილიას ტბა და დასასვენებლი კომპლექსი გახსნა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, მას გახსნაზე იმიტომ დააგვიანდა, რომ ევროკავშირის უზენაეს კომისარს კეტრინ ეშტონს ხვდებოდა. მისი თქმით, კომისარმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს დაიწყებს შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ.



„ერთი ხელით გარე ფრონტზე ვიბრძვით. არავინ თქვას, რომ საქართველომ ომი წააგო. ჩვენ გამარჯვებისთვის მანამ ვიბრძოლებთ, სანამ არ დავიღლებით. ჩვენ ილიას სამშობლოში ვიმყოფებით. მთავარ პოლიტიკურ მეცნიერებას ილია ჭავჭავაძისაგან ვსწავლობ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ილიას სახელი ახალ ტბას ძალიან უხდება.


„ილიას დროს საქართველო დამოუკიდებელი არ ყოფილა. მის დროს აქ რუსი ჯარისკაცები იდგნენ, როგორც დღეს ცხინვალსა და აფხაზეთში, მაგრამ ილიას წამითაც არ შეპარვია ეჭვი იმაში, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს. მაშ რა სჭირს ზოგიერთ ქართველს, რომელთაც უფალმა თავისუფალი საქართველო უბოძა, ისინი კი დღემდე მისტირიან მონობას, ვასალურ მდგომარეობას, კვლავ ვინმეს უღელქვეშ მოხვედრისა და ვინმესგან ინსტრუქციების მიღებისკენ მიისწრაფვიან. შესაძლოა, ფიქრობ, რომ შენი ქვეყანა არ გაფასებს, მაგრამ ეს არაა იმის საბაბი, რომ საკუთარი ქვეყანა გძულდეს და ღალატობდე მას. ეს არაა თავისუფლებაზე უარის თქმისა და მტრის წინაშე ქუდის ქნევის საბაბი, ვინაიდან თავისუფლებაზე უფრო ძვირფასი არაფერია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში ისეთი მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც არასდროს.


„ეს ტბა კახეთისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია. და არა იმიტომ, რომ აქ ახლომახლო ჩემი კარ-მიდამოა და ველოსიპედით კატაობა შემიძლია. ჩვენ კახეთთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს და მომავალი წელი კახეთის წელი იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3927.html
Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:34 | News »
 

"პოლიტიკა: საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ილიას ტბა გახსნა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian