aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ლევან ვეფხვაძე: ქართველი მინისტრები არაკომპეტენტურები არიან Georgian News  Georgian News 
ქართველი მინისტრები არაკომპეტენტურები არიან და მათ დაქვემდებარებულებაში მყოფ თემებში ვერ ერკვევიან, მიაჩნია ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელს, დეპუტატ ლევან ვეფხვაძეს, იუწყება “GHN“. მისი თქმით, მინისტრთა შეხედულებები განათლებაზე, ენერგეტიკაზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე რადიკალურად განსხვავდება იმ გამოწვევებისაგან, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის წინაშე დგას.



„მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე გიგანტური ჰეს-ის მშენებლობაა დაგეგმილი, თუმცა დადგენილი არ არის, რა ტარიფებით მიაწოდებს ისინი ენერგიას ქართულ ენერგოსისტემას და საერთოდ აქვთ თუ არა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულება. მაშინ, როცა ამ ჰეს-ების მშენებლობას ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია, მოსახლეობამ არც კი იცის, რა სარგებელს მოიტანს ისინი. მთავარი მიზეზი, რომელზედაც ენერგეტიკის სამინისტრო საუბრობს, თურქეთში ენერგიის ექსპორტია. ეს ენერგია დაბალი ტარიფებით უნდა მიეწოდებოდეს საქართველოს ენერგოსისტემას ზამთრის სეზონზე. ეს გააიაფებს ელექტროენერგიას, გაზსა და საქართველოში წარმოებული პროდუტების თვითღირებულებას. ეს ქართული ეკონომიკისთვის დიდი სტიმული იქნება, გაიზრდება ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.


ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით, მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3913.html
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:41 | News »
 

"პოლიტიკა: ლევან ვეფხვაძე: ქართველი მინისტრები არაკომპეტენტურები არიან" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian