aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple თავის პროდუქტს უკან იხმობს World News  World News 
კომპანია Apple-მა პირველი თაობის iPod nano პლეერებში აკუმულატორების დეფექტი გამოავლინა და მოწყობილობებს უკან იხმობს. კომპანიის საიტზე იტყობინებიან, რომ „იშვიათ შემთხვევებში“ აკულუმატორი შეიძლება ზედმეტად გახურდეს, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის საშიშია. რაც უფრო „ძველია“ პლეერი, მით უფრო მაღალია გახურების ალბათობა.



iPod nano-ს მფლობელებს შესთავაზეს „შეცვლის პროგრამაში“ მონაწილეობა: მოწყობილობის დაბრუნება Apple-ში და მის ნაცვლად ახლის მიღება (საიტზე დაზუსტებული არაა, კერძოდ რომლის მიღებაზეა საუბარი). პროგრამა ყველა ქვეყანაში მოქმედებს.


Apple-მა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლო უწესივრობების გამო აკუმულატორების მომწოდებელია დამნაშავე. პოტენციურად საშიში მხოლოდ პირველი თაობის iPod nano პლეერებია, რომლებიც 2005 წლის სექტემბრისა და 2006 წლის დეკემბრის ჩათვლით არსებულ პერიოდში გაიყიდა. პლეერთა მფლობელებს შეუძლიათ შეამოწმონ, ექვემდებარება თუ არა მათი აპარატი შეცვლას, რისთვისაც საჭიროა მისი სერიული ნომრის შეყვანა კომპანიის საიტზე მოცემულ სპეციალურ ფორმაში.


აღსანიშნავია, რომ 2009 წელს Apple-მა უკვე მოიხმო უკან პირველი თაობის iPod nano-ის პარტია, მაგრამ მაშინ პროგრამა მხოლოდ სამხრეთ კორეაში მოქმედებდა.


iPodnanoპლეერების პირველი თაობა 2005 წელს იქნა წარმოდგენილი. iPodnano-მა შეცვალა iPod mini, რომელიც 2004-2005 წლებში იყიდებოდა. 2010 წელს გამოვიდა მეექვსე თაობის iPod nano პლეერები სენსორული ეკრანით.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3905.html
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:37 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple თავის პროდუქტს უკან იხმობს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian