aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ქობალია: 2010 წლის დასაწყისიდან საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა Business & Economics  Business & Economics 
ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში საქართველო-რუსეთის ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირდა, მთავრობის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია, - განაცხადა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ. მისი თქმით, საქართველომ არა მხოლოდ გამოწვევები დაძლია, არამედ 2010 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდა აჩვენა.



„2010 წელს მშპ-ს რეალურმა ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. საჭიროა აღინიშნოს, რომ ზრდა მშპ-ს პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაფიქსირდა. განსაკუთრებული ზრდა იყო გადამამუშავებელ მრეწველობაში (20.3%), ფინანსურ სექტორში (14.7%), ვაჭრობაში (14.1%), სასტუმრო და სარესტორანო ბიზნესში (12.9%). ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და 2011 წლის ექვსი თვის მონაცემებით მშპ-ს ზრდამ 5.2% შეადგინა“, - განაცხადა მინისტრმა.


ქობალია ირწმუნება, რომ ეკონომიკური ზრდის წყალობით ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა: შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მეტმა ადამიანმა სტაბილური შემოსავალი მიიღო, რაც, მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.


„ამას გარდა, გაიზარდა ხელფასები, საშუალოდ, 13.6%-ით. პოზიტიური ტენდენციები ბიზნესის განვითარების სფეროშიც აღინიშნა: 2010 წელს წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 14.2%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ქობალიამ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3901.html
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:35 | News »
 

"ეკონომიკა: ქობალია: 2010 წლის დასაწყისიდან საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 May 2024
  • English Georgian