aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით აღშფოთებული ვარ Georgian News  Georgian News 
ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მ ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მან პოლიტიკაში თავისი მოსვლის მიზეზებსა და სამომავალო გეგმებზე მოყვა, იტყობინება “GHN“.



„ადამიანისთვის, რომელიც ბიზნესმენია, რომელსაც პოლიტიკაში არანაირი გამოცდილება არა აქვს, ეს ადვილი დებიუტი არ ყოფილა. მე იმიტომ გადავწყვიტე საქართველოში პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება, რომ უკიდურესად აღშფოთებული ვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით. მისი აზროვნებისა და ქმედების სტილი, რომლებიც გამომდინარეობს პრინციპიდან „სახელმწიფო - ეს მე ვარ“, საქართველოში წონასწორობას აუქმებს და ჩემს ქვეყანაში წარმატებულ რეფორმების უნარს ამუხრუჭებს“, - წერს ივანიშვილი სტატიაში.


მისი თქმით, თუ საზოგადოება ოპოზიციის დახმარებით დაბალანსებული არ იქნება, საქართველო მოძრაობას იზოლაციისა და სიღარიბის გზაზე გააგრძელებს.


„თუ უმრავლესობა კვლავ ძველებურად ჩაატარებს 2012 წლის საპარლამენტო, ხოლო ერთი წლის შემდეგ - საპრეზიდენტო არჩევნებს, აუცილებელი რეფორმებს დღის სინათლეს ვერ იხილავს და ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობით გაღატაკდება. დამოუკიდებლობის 20-წლიანი ტურბულენტური პერიოდის შემდეგ საქართველო საკუთარ თავს კიდევ ერთი რევოლუციის საშუალებას ვერ მისცემს“, - წერს ივანიშვილი.


მან ასევე მიუთითა, რომ ქართველები რეალური პოლიტიკური დებატებისთვის მზად არიან და შეურაცხყმყოფელია, როდესაც მასობრივი ინფორმაციის მთავარი საშუალებები ხელისუფლებების ხელშია, ოპოზიციას კი ხმა არა აქვს.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3896.html
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:07 | News »
 

"პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით აღშფოთებული ვარ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 29 May 2024
  • English Georgian